11 მარტს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო- სახალხო  განხილვის საორგანიზაციო კომისიამ შეხვედრა მოაწყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან, სოხუმის უნივერსიტეტის თვითმმართველობასთან და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლებთან. 

სხდომა გახსნა კომისიის წევრმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, ვეფხვია გვარამიამ. მან ისაუბრა წარმოდგენილი ცვლილებების აუცილებლობაზე და დამსწრე საზოგადოებას გააცნო კანონპროექტი. 

კომისიის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ სხდომაზე ხაზი გაუსვა კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვის პროცედურის თავისებურებებს. მან ისაუბრა იმ გარემოებებზე თუ რამ გამოიწვია აღნიშნული ცვლილების ინიციირება, აგრეთვე უმაღლესი საბჭოს სახელით მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს და პროფესორ-მასწავლებლებს.

 მოსაზრებები გამოთქვეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა  ზურაბ ხონელიძემ, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა  ზურაბ მებონიამ, პროფესორმა ლალი გაბისონიამ. 

აღნიშნულ კანონის პროექტთან დაკავშირებით  შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. 

სხდომას ესწრებოდნენ საორგანიზაციო კომისიის წევრები: თამაზ ხუბუა (კომისიის თავმჯდომარე), ვეფხვია გვარამია, ზურაბ მებონია, ზურაბ ჯგუბურია, თამაზ სანიკიძე. 

გალერეა

სხვა სიახლეები