სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში, საქართველოს დამსახურებული არტისტის, მსახიობ ლიანა მიქაშავიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო რეალურ ისტორიებზე შექმნილი თეატრალიზებული წარმოდგენა. სცენაზე მსახიობებმა სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ისტორიის არაერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი გააცოცხლეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ  ლიანა მიქაშავიძეს იუბილე მიულოცა და ხანგრძლივი და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის, აფხაზეთის მთავრობის სახელით სპეციალური ჯილდო გადასცა.

ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო ლიანა მიქაშავიძის წიგნის „სოხუმის თეატრი გისმენთ“ პრეზენტაცია.

შემოქმედებით საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია, დეპუტატი გია გვაზავა,   განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, მთავრობის წევრები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



გალერეა

სხვა სიახლეები