ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენლის ვლადიმერ (ვოვა) ვეკუას ტრაგიკული გარდაცვალებიდან 36 წელი გავიდა.

უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა პირებმა და წევრებმა ჯემალ გამახარიამ, თამაზ ხუბუამ, ვახტანგ ყოლბაიამ, ნუგზარ მგალობლიშვილმა, თემურ მჟავიამ, მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, მთვრობის წევრებმა,  ვოვა ვეკუას მეგობრებმა და თანამებრძოლებმა  პატივი მიაგეს 1989 წლის ივლისის მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას და თბილისში, ვოვა ვეკუას სახელობის ქუჩაზე განთავსებული ვოვა ვეკუას ხსოვნის უკვდავსაყოფი მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკეს.

1989 წლის 15 ივლისს, აფხაზ სეპარატისტებთან პირველი შეტაკებისას წამებით მოკლეს ვოვა ვეკუა. იგი აფხაზეთში ილია ჭავჭავაძის მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ასევე ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თანამებრძოლი იყო.



გალერეა

სხვა სიახლეები