2 ივლისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა პირებმა და წევრებმა ჯემალ გამახარიამ, თამაზ ხუბუამ, ნუგზარ მგალობლიშვილმა, მურმან კვარაცხელიამ, მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ, მთავრობის წევრებმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ, ვეტერანებმა და უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა 1993 წელს ივლისის შემოტევების დროს სოფელ ტამიშის ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკეს.
ტამიშის ბრძოლებში ქართველმა მებრძოლებმა წინააღმდეგობა გაუწიეს სეპარატისტულ ძალებს. რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად ქართულმა მხარემ 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკლისისა, ქართველმა ჯარისკაცებმა პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს.