19 ივლისს სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეს, პოლიტიკოსს, გაეროს საერთაშორისო ინფორმატიზაციის აკადემიის აკადემიკოსს, საქართველოს პარლამენტის წევრს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარეს,  საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს,  საქართველოს ვიცე-პრემიერ (1993-1995წწ.) თამაზ ნადარეიშვილს 71 წელი შეუსრულდებოდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა პირებმა და წევრებმა თამაზ ხუბუამ, რუფიკ ცატავამ, ვახტანგ ყოლბაიამ, ნუგზარ მგალობლიშვილმა, თემურ მჟავიამ, მურმან კვარაცხელიამ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა,   მეგობრებმა და თანამებრძოლებმა  პატივი მიაგეს  თამაზ ნადარეიშვილის   ხსოვნას  და მისი საფლავი ყვავილების გვირგვინით შეამკეს. 

19 ივლისს, ასევე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს  დეპუტატის, აფხაზეთის ომის ვეტერანის, ღირსების ორდენის კავალერის, საქართველოს პარლამენტის წევრის კიმ ჯაჭვლიანის დაბადების დღეა. უმაღლესი საბჭოს წევრებმა პატივი მიაგეს გარდაცვლილი კოლეგის ხსოვნას და მისი საფლავი ყვავილების გვირგვინით შეამკეს.




გალერეა

სხვა სიახლეები