14 ივლისს სასტუმრო თბილისი მერიოტში ქართული კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო ფესტივალი “გულანის” ორგანიზებით “ქართული კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო ასოციაციის ოფიციალური გახსნითი ცერემონია გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და ნიდერლანდების სამეფოში „ქართული კულტურის ცენტრის“ დამფუძნებლის, ფონდის „დიასპორის ალიანსი საქართველოსთვის“ პრეზიდენტის თინათინ სვანიძე-ვენკოს რიგით მეორე წიგნის “გულანის” პრეზენტაცია გაიმართა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და პროექტის მნიშვნელობასა და თინათინ სვანიძე-ვენკოს საქმიანობაზე ისაუბრეს იაპონიის ელჩმა საქართველოში    იშიძუკა ჰიდეკიმ, წიგნის რედაქტორმა ბელა სალიამ, ლიტერატურის კრიტიკოსმა ლექსო დორეულმა, თეატრმცოდნემ და ტელეწამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ.

ღონისძიებას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი, აშშ-სა და  ევროპის ქვეყნების ქართული დიასპორის წარმომადგენლები და კალიგრაფიული ნამუშევრების ავტორები ესწრებოდნენ. 

აღსანიშნავია, რომ გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს ბავშვებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალიდან,  ასევე ისტორიული ჰერეთიდან.

 

გალერეა

სხვა სიახლეები