22 ივლისს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მცირე დარბაზში დათო მაღრაძის    წიგნის - „ჯამოკო პონტი“ აფხაზური ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყით გახსნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა  - დევნილთა მინისტრმა დავით ფაცაციამ.

დამსწრე საოგადოებას სიტყვით მიმართეს და დათო მაღრაძის საქმიანობასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ადა მარშანიამ, საქართველოს საგანგებო და  სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელში ზაზა კანდელაკმა, გენერალმა გიორგი შერვაშიძემ, გენერალ-მაიორმა დავით გულუამ,  მეცნიერმა გია მურღულიამ,  საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა, პოლიტიკოსმა გიორგი კობახიძემ.

პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ  ქართველი პოლიტიკოსები, პოეტები, მწერლები, მეცნიერები, დევნილი საზოგადოების წევრები.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.  

გალერეა

სხვა სიახლეები