16 მარტს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა პირებმა და წევრებმა ჯემალ გამახარიამ, თამაზ ხუბუამ, ვახტანგ ყოლბაიამ, ნუგზარ მგალობლიშვილმა, ადა მარშანიამ, თემურ მჟავიამ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა, ვეტერანებმა და უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა 1993 წლის 16-17 მარტის მოვლენების დროს სამშობლოსათვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკეს. 

1993 წლის 16 მარტს დაიწყო რუსეთის გენშტაბის მიერ დაგეგმილი ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია სოხუმზე, რომელშიც რუსეთის რეგულარული ჯარის ნაწილები, სამხედრო ავიაცია და არტილერია მონაწილეობდა. მდინარე  გუმისთის სანაპიროზე აფხაზეთის ომის ყველაზე სისხლიანი შეტაკება გაიმართა.  მტრის მოგერიებას და სამშობლოს ინტერესების დაცვას მრავალი თავდადებული მამულიშვილი შეეწირა.



გალერეა

სხვა სიახლეები