ევროკავშირის წარმომადგენელი

ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც სეპარატისტულ რეგიონ აფხაზეთში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, – ამის შესახებ განცხადებას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი, ანუარ ელ ანუნი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი განაგრძობს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის გატარებას.

„ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. საქართველოს ოკუპირებულ, სეპარატისტულ რეგიონ აფხაზეთში 2025 წლის 15 თებერვალს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ის ჩატარდა. ევროკავშირი განაგრძობს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის გატარებას“, – ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

1tv.ge

 

შვედეთის საგარეო უწყება

შვედეთი არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების მიხედვით, შვედეთი ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

„ჩვენ კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება“, – ნათქვამია შვედეთის საგარეო უწყების განცხადებაში. 

1tv.ge

  

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო


ლატვია გმობს 15 თებერვალს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ლატვია არ აღიარებს არც მათ ლეგიტიმურობას და არც შედეგებს.

„ლატვია მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება და გააუქმოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.

ლატვია კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე და შეუვალ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია ლატვიის საგარეო უწყების განცხადებაში. 

1tv.ge

 

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო


ესტონეთი არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ოკუპირებულ აფხაზეთში,  – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს განცხადებას საქართველოში ესტონეთის საელჩო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

„ესტონეთი არ აღიარებს დღევანდელი ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ოკუპირებულ აფხაზეთში. ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

1tv.ge


ლიეტუვის საგარეო უწყება

ლიეტუვა არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

ლიეტუვის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, ლიეტუვა ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„ლიეტუვა არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას. ჩვენ კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.

1tv.ge

 

პეტერ ფიშერი - ევროკავშირი

ევროკავშირი არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, – ამის შესახებ საქართველოში გერმანის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

„ევროკავშირი არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში 2025 წლის 15 თებერვალს ჩატარებულ უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.

1tv.ge

 

დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთი საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს, - ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დიდი ბრიტანეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ სრულ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს. 

„დიდი ბრიტანეთი არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში, 2025 წლის 15 თებერვალს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას. 

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“,- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდა. „პრეზიდენტობისთვის“ ხუთი „კანდიდატი“ იბრძოდა: ბადრა გუნბა, ადგურ არძინბა, ოლეგ ბარციცი, რობერტ არშბა და ადგურ ხურხუმალი. 

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიც გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ბადრა გუნბა და ადგურ არძინბა დაუპირისპირდებიან. 

IPN

 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე (საქართველო), ე.წ. „ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების“ ჩატარებას არ აღიარებს და მას განიხილავს „როგორც ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მიერ პრორუსული სეპარატისტული რეჟიმის ლეგიტიმაციის სისტემურ მცდელობას“.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს.

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს 2025 წლის 15 თებერვალს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე (საქართველო), ე.წ. „ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების“ ჩატარებას.

უკრაინა არ აღიარებს ამ ყალბ „არჩევნებს“ და მას განიხილავს როგორც ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მიერ პრორუსული სეპარატისტული რეჟიმის ლეგიტიმაციის სისტემურ მცდელობას.

მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებულ ძალისხმევას, კერძოდ, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმების მკაცრ დაცვას, შეუძლია ხელი შეუშალოს მოსკოვის აგრესიულ გეგმებს აღადგინოს იმპერია სუვერენული ქვეყნების ტერიტორიებზე ომებისა და ეთნიკური წმენდის გზით.

უკრაინა განუხრელად უჭერდა და დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ აღიარებს ოკუპირებული აფხაზეთის (საქართველო) და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის (საქართველო), ე.წ. დამოუკიდებლობას. რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები , ხოლო რუს სამხედრო დამნაშავეებს უნდა დაეკისრონ უმკაცრესი პასუხისმგებლობა თავიანთ დანაშაულებზე“,- ნათქვამია განცხადებაში.

 IPN

 

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება აფხაზეთის რეგიონში ე.წ. „ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების“ შესახებ. 

აზერბაიჯანის რესპუბლიკა ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და არ ცნობს 2025 წლის 15 თებერვალს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში გამართულ ე.წ. აზერბაიჯანი მხარს უჭერს აფხაზეთის საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარებას საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად.

Mfa.gov.az

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება აფხაზეთის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ

პოლონეთი არ ცნობს 2025 წლის 15 თებერვალს სოხუმის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების კანონიერებას. ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ყველა ვალდებულება, რომელიც გამომდინარეობს 2008 წლის სამშვიდობო შეთანხმებიდან.

Gov.pl

 

 ხორვატია საგარეო საქმეთა სამინისტრო

#ხორვატია გმობს აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს. მსგავსი ქმედებები ძირს უთხრის საერთაშორისო სამართალს და #საქართველოს სუვერენიტეტს

 X.com

 

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ეგრეთ წოდებული „საპრეზიდენტო არჩევნები“ აფხაზეთის GE რეგიონში არალეგიტიმური, ბათილად ითვლება. RO მტკიცედ დგას GE-სთან მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად.

X.com

 

მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტრო

გმობს 2025 წლის 15 თებერვალს დაგეგმილი ე.წ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას აფხაზეთის რეგიონში და კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

X.com

 

შერაზ გასრი - საფრანგეთის ელჩი საქართველოში

დიდი ხნის პოზიციაა, რომ #ევროპა #საფრანგეთი მხარს უჭერს #საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და, შედეგად, აფხაზეთში "არჩევნებს" ბათილად მიიჩნევს.

X.com

 

სლოვაკეთი. მარეკ ესტოკი

#სლოვაკეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და არ ცნობს აფხაზეთში 15 თებერვალს გამართულ ე.წ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებს. 

 X.com

სხვა სიახლეები