19 მარტს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა. სხდომას
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
პრეზიდიუმის
წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
„აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის
შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ.
ინფორმაცია
„გლობალური განათლების სამიტი - თბილისი
2025“ ჩატარების შედეგების შესახებ.
პირველ საკითხთან
დაკავშირებით პრეზიდიუმმა კენჭისყრით ერთხმად დაუჭირა მხარი აღნიშნული კანონის პროექტის
განხილვის პროცედურის დაწყებას.
მეორე საკითხთან
დაკავშირებით ინფორმაციით წარსდგა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
დევნილებთან, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული
ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ნანა კვარაცხელია.
ნანა კვარაცხელიამ
ისაუბრა საერთაშორისო ორგანიზაციის - “განსაკუთრებული ზრუნვა განათლებაზე“ (AKS) ორგანიზებითა
და მხარდაჭერით მიმდინარე წლის 15 მარტს თბილისში გამართულ ღონისძიებაზე. სამიტზე,
რომლის უშუალო წამყვანიც ის თვითონ გახლდათ განიხილეს ჰიბრიდული, სინქრონული და ასინქრონული
დისტანციური განათლების პერსპექტივები. მასში მონაწილეობდნენ დელეგატები საქართველოდან,
აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, ინდოეთიდან, ლიბანიდან. ნანა კვარაცხელია 80-ზე მეტი მონაწილის წინაშე წარსდგა
მოხსენებით „ლიდერობა განათლებაში, ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა და ინკლუზიური
სასწავლო გარემოს შექმნა“. მოხსენებაში მან ვრცლად ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში განათლებასთან
დაკავშირებულ პრობლემებზე, ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ აფხაზეთში განათლების მიმართულებით
ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობაზე.
ნანა კვარაცხელიამ
აღნიშნა, რომ ღონისძიებას ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, რომელმაც მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.
ნანა კვარაცხელიამ სამიტის მონაწილეებს გააცნო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი
საბჭოს საკანონმდებლო საქმიანობა, წარუდგინა მათ უმაღლესი საბჭოს სხდომების ამსახველი
ფოტომასალა, ესაუბრა უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის“ საქმიანობის შესახებ განათლების მიმართულებით. ჯემალ
გამახარიამ მადლობა გადაუხადა სამიტის ორგანიზატორებს საერთაშორისო ორგანიზაციის -
“განსაკუთრებული ზრუნვა განათლებაზე“ წარმომადგენლებს
იმის გამო, რომ ისინი ყურადრებას უთმობენ აფხაზეთის პრობლემატიკას და აფხაზეთის უმაღლესი
საბჭოს საპატიო სიგელი გადასცა.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და დეპუტატება მომხსენებელს დაუსვეს შეკითხვები, გამოთქვეს მოსაზრებები, მადლობა გადაუხადეს ქალბატონ ნანას გაწეული საქმიანობისთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს.