14 აპრილს
აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს სხდომათა დარბაზში აფხაზეთიდან დევნილებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს წევრები და აპარატის თანამშრომლები.
სტუმრებს
გულთბილად მიესალმა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია. მან დამდეგი
აღდგომა მიულოცა დევნილებს და მშობლიურ კუთხეში და სახლებში მალე დაბრუნება უსურვა
მათ.
საქველმოქმედო
ფონდმა „სოციალური სოლიდარობისათვის“, რომელსაც უმაღლესი საბჭოს დევნილებთან, ოკუპირებული
ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის
უფროსი ნანა კვარაცხელია ხელმძღვანელობს საქველმოქმედო პროგრამის ფარგლებში დევნილებს
გადასცა სააღდგომო ნობათები.
დევნილებს
სიტყვით მიმართეს და დამდეგი აღდგომა მიულოცეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა
მოადგილემ თამაზ ხუბუამ, დეპუტატმა თემურ მჟავიამ.