როგორც კახა კალაძემ პრეზენტაციაზე აღნიშნა, წარმატებული, საქმიანი და
გამოცდილი გუნდი მზად არის, ემსახუროს თბილისსა და თბილისელებს.
„წინ გვაქვს არაერთი გამოწვევა, რაც დედაქალაქის
წინაშე დგას. ამისთვის კი საჭიროა საკრებულო დაკომპლექტდეს პროფესიონალი, პატრიოტი
და ქალაქზე შეყვარებული ადამიანებით, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების ხმას აქცევენ კონკრეტულ
გადაწყვეტილებებად. ვფიქრობ, ყველა დამეთანხმება, რომ თითოეულ მათგანს გამოარჩევს გამოცდილება,
პროფესიონალიზმი და რაც მთავარია, პასუხისმგებლობა ამ ქალაქის წინაშე. წარმატებული,
საქმიანი, გამოცდილი გუნდი, რომელიც დღეს აქ არის წარმოდგენილი, მზად არის, ემსახუროს
თბილისსა და თბილისელებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
სიტყვით გამოსვლისას დედაქალაქის მერმა მოსახლეობას
წლების განმავლობაში გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
1. შალვა სუთიაშვილი
2. თინათინ ნიბლოშვილი
3. ბექა დავითულიანი
4. გურამ ნიკოლაშვილი
5. ნიკოლოზ კახეთელიძე
6. ნინო ვარდოსანიძე
7. ავთანდილ ცინცაძე
8. კონსტანტინე ზარნაძე
9. ბექა ოდიშარია
10. ოთარ ჩრდილელი
11. გიორგი ხუროძე
12. კახა ბერაძე
13. ლევან არველაძე
14. ლევან აბაშიძე
15. ალექსანდრე მუკათარიძე
16. ნოდარ ბოკერია
17. მარიამ გრიგოლიშვილი
18. ლუკა ძაძამია
19. ქეთევან ჭავჭანიძე
20. ლალი კოლომიკოვი.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე,
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე,
საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და თბილისის
საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.