ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი დირექტორის, შესანიშნავი მეცნიერისა და ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქის ოთარ ჟორდანიას გარდაცვალების გამო.

ის  იყო განათლებისა და მეცნიერების ერთგული მსახური, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა როგორც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ისე აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიაში.    

მისი მრავალწლიანი პედაგოგოიური, სამეცნიერო და საზოგადოებრივი საქმიანობა, მაღალი პროფესიონალიზმი და ადამიანური ღირსებები განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებდა.

ოთარ ჟორდანიას ღვაწლი ქართულ მეცნიერებასა და უმაღლესი განათლების სფეროში ფასდაუდებელია. მისი სახელი მარად დარჩება ქართულ ისტორიოგრაფიაში და  ჩვენი საზოგადოების მეხსიერებაში.

ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სრულიად აკადემიურ საზოგადოებას ამ მძიმე დანაკლისს.

უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული.

 

პატივისცემით,

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

ჯემალ გამახარია