მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 2025 წლის საშემოდგომო სესიამ მუშაობა განაახლა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ სესია გახსნილად გამოაცხადა, ტრადიციისამებრ შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

ვრცელ მოხსენებაში ჯემალ გამახარიამ დეტალურად ისაუბრა უმაღლესი საბჭოს მიერ 2025 წლის საგაზაფხულო სასესიო პერიოდში გაწეულ მუშაობასა და დასახულ გეგმებზე, მიმოიხილა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარება. შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამართლებრივ სტატუსზე მუშაობა და სხვა. ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

სესიის გახსნას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, მთავრობის აპარატის წევრები. 


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას მოხსენება - 09.09.2025




გალერეა

სხვა სიახლეები