აფხაზეთის
უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებათა ფარგლებში, მიმდინარე წლის 30 აგვისტოს,
ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, აფხაზეთიდან დევნილი ოქროსა და
ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების, მათი პედაგოგებისა და სკოლების აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმატებულის, მადლობისა და საპატიო სიგელებით დაჯილდოების
ცერემონია შედგა.
წარჩინებულ
კურსდამთავრებულებს და დამსწრე საზოგადოებას გულთბილად მიესალმნენ აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თავმჯდომარის პირველი მოადგილე
თამაზ ხუბუა, იურიუდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია,
დეპუტატი თეიმურაზ მჟავია.
უმაღლესი
საბჭოს წევრებმა დაჯილდოებულებს მიულოცეს დიდი წარმატება და მადლობა გადაუხადეს მათ
მიერ გაწეული ღვაწლისათვის. გაიმართა წარჩინებული კურსდამთავრებულების მანტიებით შემოსვისა
და სიგელების გადაცემის ცერემონია.
აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი გადაეცა აფხაზეთის მე-12 საჯარო
სკოლის დირექტორს ქალბატონ ნატო ბენდელიანს, ხოლო რუხისა და ახალაბასთუმნის საჯარო
სკოლების აფხაზეთიდან დევნილ 11 მოსწავლეს გადაეცათ უმაღლესი საბჭოს წარმატებულის სიგელები.
ზემოაღნიშნულ
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყვნენ ასევე მოსწავლეები ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომლებიც
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტში
- „სინქრონული და ასინქრონული დისტანციური სწავლებები ოკუპირებულ აფხაზეთში“
2024/2025 სასწავლო წლის განმავლობაში გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აქტიურობით.
18 მოსწავლეს გადაეცა სასკოლო ჩანთები და სხვა სასკოლო ინვენტარი.
ღონისძიებებში
მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლები ნანა კვარაცხელია, ხვიჩა ქარდავა,
ზურაბ ჯგუბურია, ზურაბ კობახიძე, აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს
სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კონსტანტინე ბასარია, მოადგილე
თეიმურაზ ბოკუჩავა, მთავარი სპეციალისტი მერაბ ჩიკვატია.
საქველმოქმედო აქცია განხორციელდა უმაღლეს საბჭოსთან არსებული ფონდის „სოციალური სოლიდარობისთვის“ ხელშეწყობით.