დევნილთა კომპაქტური განსახლების საცხოვრებლებში მყოფი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, მიმდინარე წლის 29 აგვისტოს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მორიგი ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა.

სასურსათო პროდუქტები აფხაზეთიდან 350 დევნილ ოჯახს გადაეცა, რომლებიც ქ. ზუგდიდში, ასევე ჯვარისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების კომპაქტურ ჩასახლებებში არიან განთავსებული. 

სასურსათო პროდუქტები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, დეპუტატმა თეიმურაზ მჟავიამ, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ბესიკ კუსიდიმ გადასცეს.

დევნილებთან შეხვედრის დროს გაიმართა მსჯელობა ზემოაღნიშნული ოჯახების ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების თაობაზე.

გარდა ამისა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფოცხოეწერის ჩასახლებაში 36 სკოლის მოსწავლეს გადაეცა სასკოლო ჩანთები და სხვა სასკოლო ნივთები.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლები ნანა კვარაცხელია, ხვიჩა ქარდავა, ზურაბ ჯგუბურია, ზურაბ კობახიძე, აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კონსტანტინე ბასარია, მოადგილე თეიმურაზ ბოკუჩავა, მთავარი სპეციალისტი მერაბ ჩიკვატია.

საქველმოქმედო აქცია განხორციელდა უმაღლეს საბჭოსთან არსებული ფონდის „სოციალური სოლიდარობისთვის“ ხელშეწყობითა და საქართველოს ეროვნული ლატარიის კომპანიის აქტიური მონაწილეობით.

გალერეა

სხვა სიახლეები