16 აპრილს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები
გაიმართა, რომლებსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
დეპუტატებმა
განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების
კომიტეტის თავმჯდომარის არჩევნების შესახებ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი
საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის ანგარიში 2024
წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.
უმაღლესი
საბჭოს წევრებმა რეგლამენტის თანახმად ღია კენჭისყრით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების
კომიტეტის თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით აირჩიეს რუდიკ ცატავა.
კომიტეტის
მიერ 2024 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ კოლეგების წინაშე მოხსენებით წარსდგა უმაღლესი
საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ
მგალობლიშვილი. მან ისაუბრა კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, მიზნებსა
და ამოცანებზე. საანგარიშო პერიოდში კომიტეტის ძირითადი მიმართულება იყო და არის აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან და მასთან არსებულ
სიპებთან ერთობლივი საქმიანობა და შექმნილი მდგომარეობის ანალიზი.
კომიტეტმა
საანგარიშო პერიოდში ჩაატარა 20 კომიტეტის სხდომა. ჩატარებული სხდომები ძირითადად ეხებოდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში მიმდინარე
მოვლენებს, კერძოდ დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებულ პრობლემებს; ასევე კომიტეტის
სხდომებზე განიხილეს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში, გაკეთდა დასკვნები
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამნეტში ცვლილებების შეტანის
შესახებ“. კომიტეტის სახელზე შემოსულია 179 წერილი და გასულია 110. ყველა წერილზე კომპეტენციის
ფარგლებში გაცემულია პასუხი.
ნუგზარ მგალობლიშვილმა
ისაუბრა 2024 წელს მივლინებაზე ჩეხეთის რესპუბლიკაში, რომელიც ცნობილი საზოგადო მოღვაწის
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის მემორიალური დაფის გახსნას უკავშირდება. ავტორი ამ მემორიალური
დაფისა გახლავთ ნუგზარ მგალობლიშვილი. მისი ავტორობით ასევე გაკეთდა უმაღლესი საბჭოს
მედალი, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით
გადაეცემა სხვადასხვა სფეროში წარმატებულ, ღვაწლმოსილ ადამიანებს.
საერთაშორისო
კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ ჯგუბურიამ
სიტყვით გამოსვლაში ისაუბრა კომიტეტის მიერ გასვლით ღონისძიებებში მონაწილეობაზე როგორც
ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ. ზურაბ
ჯგუბურია
რამდენჯერმე იმყოფებოდა მივლინებით ქალაქ ფოთში. მას ჰქონდა შეხვედრა იქ განსახლებულ
დევნილთა წარმომადგენლებთან, ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელობასთან და მერიის სამსახურებთან დევნილი მოზარდების საგაზაფხულო
სპორტული სკოლის (ბანაკის) ორგანიზების, ასევე დევნილთა თვითდასაქმების და არსებული
სამეწარმეო საქმიანობების გაფართოების პროგრამებში მონაწილეობის მდგომარეობის განხილვის
მიზნით. ქ.ფოთში მივლინებით იმყოფებოდა „დევნილ ბავშვთა საზაფხულო სპორტული ცურვის
სკოლა“-ში და ახალგაზრდულ საკალათბურთო კლუბ „იკაო“-ში მოთამაშე დევნილ ახალგაზრდებთან,
აგრეთვე ქ.ფოთის „დევნილთა საზოგადოებრივი საბჭოს“ წევრებთან შეხვედრების გამართვის
მიზნით. საანგარიშო პერიოდში ზურაბ ჯგუბურია იმყოფებოდა ქალაქ სტრასბურგში ცნობილი
პოლიტიკოსის, სახელმწიფო მოღვაწის აკაკი ჩხენკელის ხსოვნის უკვდავყოფის ღონისძიების
უზრუნველყოფის მიზნით, ასევე გამოჩენილი ფრანგი
იურისტის და პოლიტოლოგის, ეთნიკური ქართველის - მიშელ მუსხელისთვის (მიხეილ მუსხელიშვილი)
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პატივის მისაგებად.
პარალელურ
რეჟიმში მულტიფუნქციური, საერთაშორისო საიტი სახელწოდებით „რეალური აფხაზეთი“ აგრძელებს
სისტემურ ფუნქციონირებას. საიტის მთავარი რედაქტორია უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ზურაბ
ჯგუბურია. მის ფუნქცია-მოვალეობაში შედის საიტის გამართულად მუშაობა, განახლება და
სათანადო მასალის ჩატვირთვა. ამ პერიოდის აქტუალურ თემებს შორის გამოიყოფა საერთაშორისო
დონეზე არსებული პრობლემები.
სხდომაზე
შეკითხვები დასვეს და აზრი გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ
თამაზ ხუბუამ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა ზურაბ ჯგუბურიამ, თეიმურაზ მჟავიამ, ანზორ წოწონავამ, ელგუჯა გვაზავამ,
უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ
ყოლბაიამ, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ადა მარშანიამ. მათ დადებითად შეაფასეს საერთაშორისო
კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ნუგზარ მგალობლიშვილის
მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია. აღინიშნა კომიტეტის მიერ ჩატარებული მნიშვნელოვანი სამუშაო,
გამოითქვა საქმიანი რეკომენდაციები და წინადადებები.
უმაღლესი
საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ მადლობა გადაუხადა კომიტეტის თავმჯდომარეს გაწეული
საქმიანობისთვის და დადებითად შეაფასა კომიტეტისა და მისი აპარატის მუშაობა.
სხდომაზე
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი გადასცა
2024 წლის მარტში, პრაღაში, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის ხსოვნის უკვდავყოფის ღონისძიებების
ორგანიზებაში გაწეული წვლილისთვის ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის მოვალეობის
შემსრულებელს გვანცა ბარქაიას.
სხდომა ნაწილობრივ
დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.