სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე სპექტაკლის „აღთქმული სანაპირო“ პრემიერა გაიმართა.

რეჟისორ ალექსანდე ქანთარიას სპექტაკლი „აღთქმული სანაპირო“ ტენესი უილიამსის პიესის „ტრამვაი სახელად სურვილის“ ადაპტაციას წარმოადგენს. მისი მთავარი გმირები დები, სოფი და ჰელენი არიან, რომლებიც საფრანგეთში შექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამ ერთმანეთს დააშორა. სპექტაკლი წარმოადგენს მცდელობას, მაყურებელს გეოპოლიტიკური ცვლილებები არა ფაქტებიდან გამომდინარე, არამედ ადამიანური პერსპექტივიდან დაანახოს.

სპექტაკლის პრემიერას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე  გია ვოლსკი,აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია,  საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე, უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მთავრობის  წევრები და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გალერეა