13 მაისს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნის” ორგანიზებით, ინტელექტუალური კონკურსი - “გაიცანი აფხაზეთი - დაიცავი მემკვიდრეობა” გაიმართა, რომელშიც თბილისის სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. კონკურსი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში აფხაზეთის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, უნივერსიტეტის რექტორმა ირაკლი ბრაჭულმა, “დავითიანნის” პრეზიდენტმა კოტე სვანაძემ, დეკანოზმა თომა ცეცხლაძემ, ისტორიის დოქტორმა ლია ახალაძემ.

ღონისძიების ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმა “დავითიანნსა” და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს შორის. მემორანდუმს ხელი მინისტრმა დავით ფაცაციამ, “დავითიანნის” პრეზიდენტმა კოტე სვანაძემ და აფხაზეთის მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ავთანდილ ქარაიამ მოაწერეს.

ასევე, დეკანოზმა თომა ცეცხლაძემ  “დავითიანნის” “ტექლაბის,  მიერ შექმნილი ინოვაციური პლატფორმა წარადგინა. 

ღონისძიებას მოსწავლეები, სტუდენტები და უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გალერეა