30 აპრილს ვაზიანში საქართველოს თავდაცვის ძალების 35 წლის იუბილესადმი მიძღვნილკ საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა წვევამდელების ფიცის დადების და სამხედროების  სამშობლოსათვის თავდადებისთვის მედლებით დაჯილდოების ცერემონია.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა გიორგი მათიაშვილმა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

გალერეა

სხვა სიახლეები