მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა, რომელსაც
თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
პრეზიდიუმმა დღის წესრიგით
გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილა: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
2027 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის
პროექტის განხილვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ“, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში
ცვლილებების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის
განხილვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ“, და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 3 კვარტლის ნაზარდი ჯამით შესრულების მიმოხილვის განხილვის
გრაფიკის დამტკიცების შესახებ“.
საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ ყოლბაიამ წარმოადგინა. მისი განცხადებით,
ბიუჯეტში გათვალისწინებულია რიგი წვლილებებისა, რაც პირველ რიგში სოციალური პროგრამების
დაფინანსებას ითვალისწინებს. მან ასევე აღნიშნა, რომ უმაღლესი საბჭოს აპარატის, კომიტეტებისა
და ფრაქციის ხელმძღვანელებთან ერთობლივად ჩატარდა მოსამზადებელი მუშაობა, რითაც განისაზღვრა
განხილვების ჩატარების შესაბამისი გრაფიკიც. მსჯელობის შემდეგ საკითხე წნობად იქნა
მიღებული.
პრეზიდიუმმა ასევე განიხილა
სხვა მიმდინარე საკითხები.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ
თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
თამაზ ხუბუა, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარე ზურაბ ჯგუბურია, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან
დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია, საერთაშორისო კავშირების,
განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ მგალობიშვილი.