დევნილი მძიმე ავადმყოფის მ.სისაურის გადასარჩენად ყველა შესაძლებელ ზომებს მიიღებენ

 

6 ნოემბერს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ხუბუამ ლილოს დასახლებაში მცხოვრები სოხუმიდან დევნილი სისაური-ფარჯიანების ოჯახი ინახულა, რომელსაც ჰყავს ვოლფრამის დიაგნოზით დაავადებული უმძიმესი ავადმყოფი, 23 წლის ქალიშვილი მერი სისაური. მას დაკარგული აქვს მხედველობა და არის პარალიზებულ მდგომარეობაში, დაქვეითებული აქვს ყურთასმენა, თუმცა შენარჩუნებული აქვს აზროვნება და მეტყველება.


თამაზ ხუბუასთან ერთად იმყოფებოდნენ უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნ. ხუნჯუა, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის უფროსის მოადგილე გ. ბენიძე ვარკეთილის დევნილთა პოლიკლინიკის მთავარი ექიმი ი. აბაშიძე, ამავე პოლიკლინიკის ლაბორანტი მანანა კვირკველია, აფხაზეთის მთავრობის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტები ე. ხუტკუბია და ზ. კობახიძე.

 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თ.ხუბუა ოჯახის წევრებს ქალიშვილის მკურნალობის საქმეში თანადგომას დაპირდა, კერძოდ მ.სისაურის   ყოველდღიური აუცილებელი ამბულატორიული მკურნალობისთვის, ასევე საზღვარგარეთ მკურნალობისთვის საჭირო სახსრების მოძიებისა და დევნილი სამედიცინო დაწესებულებების მხარდაჭერის უზრუნველყოფას  შესაძლებლობების ფარგლებში.

 

ამასთან დაკავშირებით, ოჯახის წევრებთან ერთად დაიგეგმა კონკრეტული ქმედებები.



































































































Печать