საერთაშორისო საზოგადოება ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს გმობს

 

საერთაშორისო საზოგადოება 2020 წლის 22 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს გმობს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.


საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია რამდენიმე დასავლელი პარტნიორის განცხადება. მათ შორის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკაზე უმაღლესი წარმომადგენელი პიტერ სტანო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდსა და პირად „ტვიტერზე“ ეხმაურება.

 

„ევროკავშირი არ სცნობს აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს და მტკიცედ უჭერს მხარს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ევროკავშირი კვლავ განაგრძობს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებას“, - ნათქვამია პიტერ სტანოს განცხადებაში.

 

ე.წ. არჩევნებს დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია – სუამის სამდივნოც გამოეხმაურა. მათივე თქმით, სუამის სამდივნო საქართველოს სოლიდარულია და არ სცნობს ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.

 

22 მარტს გამართულ ე.წ. არჩევნებს გმობს ასევე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი.

 

„ლიეტუვა არ აღიარებს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური გზის მიმართ“, - ნათქვამია ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.





საქართველოში
აშშ-ის საელჩო ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ .. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე ქვეყნის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს



საქართველოში აშშ-ის საელჩო აფხაზეთის რეგიონში 22 მარტს გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე ქვეყნის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, კანადა, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები არ აღიარებენ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების” ლეგიტიმურობას.

 

„ჩვენ კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კვლავ ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით.

 

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, გაიყვანოს საკუთარი ძალები საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ამ რეგიონებში ჰუმანიტარულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობა. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.

 

ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჟენევის საერთაშორისო ფორმატის მოლაპარაკებებს”, - ნათქვამია განცხადებაში.

https://www.interpressnews.ge/ka/article/591524-sakartveloshi-ashsh-is-saelcho-okupirebul-apxazetshi-gamartul-ec-saprezidento-archevnebtan-dakavshirebit-ramdenime-kveqnis-ertobliv-gancxadebas-avrcelebs





ესტონეთის
საგარეო საქმეთა სამინისტრო - ესტონეთი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ .. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს



ესტონეთი არ აღიარებს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და მუდმივად იქნება ფოკუსირებული საქართველოში მიმდინარე აგრესიაზე. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ განაცხადა. დიპლომატის განცხადებას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„აფხაზეთში ჩატარებული ფიქტიური არჩევნები არღვევს საერთაშორისო სამართალს. ის უნდა იქნას განხილული როგორც რუსეთის მზარდი ჰიბრიდული საქმიანობა და გავლენა საქართველოს წინააღმდეგ, რაც მოიცავს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ ხაზზე სიტუაციის მნიშვნელოვნად გაუარესებას, საქართველოს წინააღმდეგ კიბერთავდასხმებს და დეზინფორმაციის სულ უფრო ინტენსიურ კამპანიებს“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

https://1tv.ge/news/estonetis-sagareo-saqmeta-saministro-estoneti-okupirebul-afkhazetshi-chatarebul-e-w-saprezidento-archevnebs-ar-aghiarebs/





ლიეტუვა
ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ .. არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს

 

ლიეტუვა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ევროპულ და ევროატლანტკურ გზას მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი წერს.

„ლიეტუვა საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებული ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ ლეგიტიმურობას არ აღიარებს. ჩვენ ვადასტურებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე კვლავ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქათველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზას“, – წერს ლინას ლინკევიჩუსი.

https://1tv.ge/news/lietuva-okupirebul-afkhazetshi-chatarebul-e-w-archevnebis-legitimurobas-ar-aghiarebs/

 

 

 

აზერბაიჯანის საგარეო უწყება - აზერბაიჯანი ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და არ აღიარებს აფხაზეთის .. საპრეზიდენტო არჩევნებს

 

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში 2020 წლის 22 მარტს ჩატარებულ „საპრეზიდენტო არჩევნებს“ და მათ შედეგებს.

ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აზერბაიჯანის საგარეო უწყება აუცილებლად მიიჩნევს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად, აფხაზეთის საკითხის მშვიდობიანი დარეგულირებისკენ მიმართული მოლაპარაკებების გაგრძელებას.

https://1tv.ge/news/azerbaijanis-sagareo-saqmeta-saministro-saqartvelos-suverenitetisa-da-teritoriuli-mtlianobisadmi-mkhardacheras-adasturebs-da-e-w-saprezidento-archevnebs-ar-aghiarebs/




ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი ოკუპირებულ აფხაზეთშისაპრეზიდენტო არჩევნებისლეგიტიმურობას არ აღიარებს

 

ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი საქართველოს აფხაზეთის რეგიონში 22 მარტს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივ განცხადებაში.

„ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ღრმად შეშფოთებულები ვრჩებით საქართველოს ტერიტორიის მიმდინარე ოკუპაციით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები, მათ შორის საომარი მოქმედებების დაწყებამდე პოზიციებზე ძალების გაყვანა და ამ რეგიონებისადმი ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი დაშვება. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, უკან გაიწვიოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ჩვენ სრულად ვუცხადებთ მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში მოლაპარაკებებს“, -ნათქვამია საქართველოს მეგობართა ჯგუფის განცხადებაში.

ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი 15 სახელმწიფოს აერთიანებს. ესენი არიან – აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი და შვედეთი.

https://1tv.ge/news/euto-shi-saqartvelos-megobarta-jgufi-okupirebuli-afkhazetis-saprezidento-archevnebis-legitimurobas-ar-aghiarebs/

 

 

პოლონეთი აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ ჩატარებულ .. საპრეზიდენო არჩევნებს უკანონოდ მიიჩნევს

 

პოლონეთი უკანონოდ მიიჩნევს საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთში სეპარატისტული ხელისუფლების მიერ 22 მარტს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენო არჩევნებს. ამის შესახებ ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


„ჩვენ არ ვაღიარებთ მათ შედეგებს. ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ყველა ქმედებას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცენტრალური მთავრობის ნებართვის გარეშე ხორციელდება. ჩვენ ურყევად ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რომლებიც დაირღვა 2008 წლს აგვისტოს რუსეთის სამხედრო აგრესიის გზით“, – ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის სამშვიდობო შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება, მათ შორის სამხედრო ძალების გაყვანა და ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარებისთვის დაუბრკოლებელი წვდომის უზრუნველყოფა. ასევე მოვუწოდებთ, გააუქმოს საქართველოს ტერიტირიის კანონიერი ნაწილის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

https://1tv.ge/news/poloneti-afkhazetis-separatistuli-khelisuflebis-mier-chatarebul-e-w-saprezideno-archevnebs-ukanonod-miichnevs/

 

 

ევროკავშირი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ .. საპრეზიდენტო არჩევნებს არ ცნობს

 

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ განცხადებას ავრცელებს.


როგორც განცხადებაშია აღნიშნული ევროკავშირი ე.წ. არჩევნებს არ ცნობს და აგრძელებს მის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას

„ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში. რაც შეეხება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში 2020 წლის 22 მარტს ჩატარდა, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და იურიდიულ ჩარჩოებს, რომელშიც იგი გაიმართა.


ევროკავშირი გააგრძელებს მის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ამ მხრივ სრულად ჩართულია“, – აღნიშნულია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადებაში.

https://1tv.ge/news/evrokavshiri-okupirebul-afkhazetshi-chatarebul-e-w-saprezidento-archevnebs-ar-cnobs/




ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერის განცხადება საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში .. საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ - ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური


ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში.

რაც შეეხება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში 2020 წლის 22 მარტს ჩატარდა, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და იურიდიულ ჩარჩოებს, რომელშიც იგი გაიმართა.

ევროკავშირი გააგრძელებს მის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ამ მხრივ სრულად ჩართულია.

https://eeas.europa.eu/headquarters/headquarters-homepage/76347/node/76347_ka

 

 

МИД Польши назвал «выборы» в Абхазии нелегитимными


Министерство иностранных дел Польши назвало т. н. «президентские выборы» в Абхазии нелегитимными. Варшава не признает результатов голосования, «проведенного на территории Грузии сепаратистскими властями в Сухуми 22 марта 2020 года». Как говорится в заявлении МИД, Польша также решительно осуждает все действия, предпринимаемые на оккупированных территориях без согласия центральных властей Тбилиси.

«Мы неизменно подтверждаем нашу полную поддержку территориальной целостности и суверенитета Грузии в пределах ее международно признанных границ, которые были нарушены в результате российской военной агрессии в августе 2008 года».

В своем заявлении МИД Польши призвал Россию выполнить все свои обязательства в рамках мирного соглашения 2008 года. Включая вывод войск и обеспечение беспрепятственного доступа гуманитарных организаций в оккупированные регионы. «Мы также призываем отозвать признание независимости Абхазии и Цхинвальского региона / Южной Осетии, законно являющихся частью территории Грузии», — заключили в министерстве иностранных дел Польши.

Напомним, 22 марта в Абхазии прошли выборы де-факто президента. По предварительным данным, победу одерживает лидер местной оппозиции Аслан Бжания. Официальный Тбилиси не признает легитимности выборов. МИД Грузии назвал голосование «очередной безрезультатной попыткой узаконить осуществленную в Абхазии этническую чистку, продолжающуюся незаконную оккупацию и процесс фактической аннексии».

https://sova.news/2020/03/23/mid-polshi-nazval-vybory-v-abhazii-nelegitimnymi/

 

 

Заявление МИД Украины о непризнании так называемых президентских выборов на оккупированной территории Абхазии, Грузия (22 марта)

Министерство иностранных дел Украины решительно осуждает проведение так называемых президентских выборов на оккупированной территории Абхазии, Грузия (22 марта).

Украина не признает никаких так называемых выборов на оккупированных территориях Грузии, поскольку они проводятся под контролем страны-агрессора, противоречат международному праву и не имеют никаких правовых последствий. Эти действия также направлены на дальнейшее обострение ситуации безопасности в регионе Черного моря.

Организация незаконных «выборов» на оккупированных территориях является обычной практикой Российской Федерации в ее попытках легитимизировать последствия агрессии против суверенных государств. Четкая позиция международного сообщества в ответ на эти попытки свидетельствует о тщетности усилий государства-агрессора.

Украина неизменно поддерживает суверенитет и территориальную целостность Грузии в рамках ее международно признанных границ и призывает Российскую Федерацию выполнить все положения Соглашения о прекращении огня от 12 августа 2008 года.

https://mfa.gov.ua/news/zayava-mzs-ukrayini-shchodo-neviznannya-tak-zvanih-prezidentskih-viboriv-na-okupovanij-teritoriyi-abhaziyi-gruziya-22-bereznya



Молдова не признает "президентские выборы" в Абхазии

Министерство иностранных дел и европейской интеграции Молдовы считает незаконными "президентские выборы" в Абхазии, состоявшиеся 22 марта.

МИДЕИ считает, что эти псевдовыборы, проведенные незаконно на территории суверенной Грузии, являются недействительными, поскольку вступают в вопиющее противоречие с основополагающими нормами и принципами международного права, закрепленными в Уставе ООН и Заключительном Хельсинкском акте.

"В этой связи МИДЕИ призывает международных участников принять все необходимые меры для обеспечения строгого соблюдения положений Соглашения о прекращении огня от 12 августа 2008 года, в частности в том, что касается мира, безопасности и уважения прав человека, в том числе путем обеспечения доступа миссии ЕС по мониторингу ситуации в регионах Грузии - Абхазии и Цхинвала/Южной Осетии", - говорится в сообщении ведомства.

В этом контексте МИДЕИ подтверждает основную позицию Республики Молдова по дальнейшей поддержке усилий, предпринимаемых для урегулирования политико-дипломатического конфликта вокруг двух грузинских регионов, уважающих международно признанный суверенитет, территориальную целостность и границы Грузии.

https://point.md/ru/novosti/politika/midei-moldova-ne-priznaet--34-prezidentskie-vybory-34-v-abkhazii



Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions