აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა

1 აპრილს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა. პრეზიდიუმის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს:

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ; და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის განხილვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ.



პრეზიდიუმის სხდომა დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.

პრეზიდიუმის მუშაობაში მონაწილეობდა ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე.












































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions