უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა

5 ივნისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა. უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს, კერძოდ:

 

საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ წარსადგენი კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ. კანონპროექტი ითვალისწინებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის მოქალაქეობის მინიჭების გამარტივებას. გარდა ამისა, პრეზიდიუმმა განიხილა საკითხები, როგორიცაა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამინის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დებულების დამტკიცების შესახებ; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დებულების დამტკიდების შესახებ.

პრეზიდიუმის სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

სხდომა დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.














































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions