უმაღლესი საბჭოს წევრებმა ბაგების დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს

8 ივნისს, დევნილთა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, მორიგი ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა.

 

სასურსათო პროდუქტები და საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთები 19 აფხაზეთიდან დევნილ ოჯახს გადაეცა, რომლებიც თბილისში, ბაგების დასახლებაში, ე.წ. სტუდქალაქის მე-4 და მე-5 კორპუსებში არიან განთავსებული.

დევნილებს პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, დეპუტატებმა ვახტანგ ყოლბაიამ, თეიმურაზ მჟავიამ და უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა გადასცეს.

ჯემალ გამახარიას განცხადებით, პანდემიის ამ მძიმე პერიოდში უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრი ცდილობს დაეხმაროს დევნილ ოჯახების, რათა მათ შეუმსუბუქდეთ არსებული მდგომარეობა. მისი თქმით, აღნიშნული ჰუმანიტარული აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტაციისა და აპარატის წევრთა ინიციატივით ხორციელდება, მათი ხელფასიდან ნებაყოფლობით გაღებული სახსრების საშუალებით.

აქცია ერთჯერადი არ არის და იგი მომავალშიც გაგრძელდება.





















































































































































































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions