„ჩემი მორდუ“ სოფელ რუხში განსაკუთრებული საჭიროების ხანდაზმულებზე იზრუნებს

 

ზუგდიდში, სოფელ რუხში  გაიხსნა სათემო ცენტრი "ჩემი მორდუ," რომელიც თავშესაფარს შესთავაზებს, ზრუნვასა და პატრონობას გაუწევს აღნიშნული საჭიროების მქონე ხანდაზმულ ადამიანებს. ეს ცენტრი ასევე მოემსახურება ბავშვებს მოწყვლადი ოჯახებიდან. პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში განხორციელდა და მისი სერვისებით სარგებლობას აფხაზეთიდან გადმოსულებიც შეძლებენ. მოხუცთა და ბავშვთა ზრუნვის ცენტრი ხანდაზმულებს მულტიპროფილურ სერვისს შესთავაზებს.

 

 

პროექტის ორგანიზატორია საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრი „აფხაზეთი.“ პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს  პროექტის ფინანსურმა მხარდაჭერებმა - აფხაზეთის ხელისუფლების, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, GIZ-სა და UNDP-ის წარმომადგენლებმა.

 

საქველმოქმედო ცენტრი “აფხაზეთის” აღმასრულებელმა დირექტორმა და სოციალური პროგრამების კოორდინატორმა ნაპოლეონ მილორავამ მოწვეულ სტუმრებს დეტალურად გააცნო  თუ რა საფეხურები განვლო "ჩემმა მორდუმ" გახსნის ცერემონიამდე, დაათვალიერებინა კეთილმოწყობილი შენობა, საცხოვრებელი ოთახები, გააცნო  ბენეფიციარები და არსებული სერვისები.

 

ცენტრის პრეზენტაციაზე მიწვეული იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, რომელმაც ხაზი გაუსვა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობასთან ასოცირებული სახელწოდებისა და მნიშვნელოვანი დატვირთვის მქონე  ცენტრის - „ჩემი მორდუს“გახსნას და განსაკუთრებული კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მსგავსი მომსახურების ცენტრმა ფუნქციონირება   ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს  დაიწყო.


 

 

 

 

 

 

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions