ჯემალ გამახარია სტუმრად „ქართული TV”-ს სტუდიაში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია „ქართული TV“-ს გადაცემათა ახალი ციკლის - „ჩემო აფხაზეთოს“ პირველ სტუმრად იყო მიწვეული.  გადაცემის ავტორი და წამყვანია ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი,  აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მურმან კვარაცხელია.

 

ჯემალ გამახარიამ ამომწურავად და საინტერესოდ ისაუბრა წამყვანის მიერ დასმულ ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა კონფლიქტის მოგვარების გზა და სად უნდა ვეძებოთ აფხაზეთის დაბრუნების გასაღები; საყურადღებო იყო, ასევე, ჯემალ გამახარიას პასუხი რუსეთთან ურთიერთობის დალაგების თაობაზე; მისი განცხადებით, “რუსეთი ჯერჯერობით არ აპირებს დააბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები; ასეთ პირობებში და ამ ვითარებაში კი, ჩვენი მხრიდან, დათმობებზე წასვლა თვითმკვლელობის ტოლფასი ქმედება იქნებოდა... რუსეთთან ურთიერთობის დალაგება ჩვენი ქვეყნის ყველა მმართველს სურდა და ვერც ერთს ვერ ვუსაყვედურებ ზვიად გამსახურდიათი დაწყებული, დღევანდელი ხელისუფლებით დამთავრებული, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, რადგან რუსეთს ისე „უყვარს“ საქართველო, რომ ის მაინცდამაინც თავის შემადგენლობაში უნდა!“

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარებასაც შეეხო, ამასთან აფხაზეთის ე.წ. თავისუფლებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მიუხედავად ქაღალდზე დაწერილი ე.წ. დამოუკიდებლობისა, აფხაზებს არც მოჩვენებითი თავისუფლება აქვთ და რეალურზე ხომ საუბარი ზედმეტია, რამაც უმეტესობა მათგანი უკვე მიახვედრა - თუ ვინ არის მათი ნამდვილი მტერი!

 

ამ ინტერვიუში მოისმენთ ჯემალ გამახარიას არგუმენტებს ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობის აღსადგენად არსებულ რესურსებზე და მათი გააქტიურების აუცილებლობაზე; საქართველოს მთავრობის სპეციალურ პროგრამაზე, რომელიც დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების ახალი კონცეფციაა და  ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერით, ამ მიმართულებით მუშაობისათვის თითოეული ჩვენგანის მზადყოფნით, ძვირადღირებული სამშვიდობო პოლიტიკით, რეალურ შედეგამდე უნდა მივიყვანოთ!

 

დაწვრილებით იხილეთ ინტერვიუ: 

ჯემალ გამახარია "ქართული TV-ს გადაცემაში "ჩემო აფხაზეთო" 24.10. 2021წ.
https://youtu.be/ITytXJDk8s8

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions