პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა

სხდომას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

 

პრეზიდიუმის წევრებმა დღეს გამართულ სხდომაზე „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“  ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის კომიტეტებსა და ფრაქციებში განხილვის განრიგი დაამტკიცეს.


პრეზიდიუმის დღის წესრიგის მეორე საკითხი - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშის შესახებ“ ინფორმაციის კომიტეტებსა და ფრაქციებში განხილვის გრაფიკის დამტკიცებას ითვალისწინებდა.

 

ორივე საკითხი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მურმან კვარაცხელიამ წარმოადგინა. პრეზიდიუმის წევრებმა ორივე საკითხთან დაკავშირებით, რეგლამენტის შესაბამისად, კენჭისყრით, განხილვის გრაფიკი დაადგინეს.



Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions