აფხაზეთის უმაღლესი საბჭო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს

4 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს 89 წელი შეუსრულდა.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სახელით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ულოცავს დაბადების დღეს ჩვენი ერის სულიერ მოძღვარს, უწმიდესსა და უნეტარესს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს. ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს ქვეყნის საკეთილდღეოდ.

”საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ყოველდღიურად იღვწის ქვეყნის სულიერი აღმავლობისა და ერთიანობისთვის. მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს აფხაზთა და ქართველთა შორის შერიგების, ურთიერთნდობის აღდგენისა და ქვეყნის გაერთიანების პროცესში. უდიდესი პატივისცემით ვულოცავთ ერის სულიერ მოძღვარს დაბადების დღეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და დღეგრძელობას” - განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions