შალვა პაპუაშვილმა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის 2021 წლის ანგარიში და 2022 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.
თავის გამოსვლაში მან განაცხადა, რომ „დღეს საქართველო ისტორიულ პროცესში იმყოფება“. ამ კონტექსტში, პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე შეტანილ განაცხადზე გაამახვილა ყურადღება.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიაზეც და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის და მთავრობის წევრები, ავტონომიური რესპუბლიკების პირველი პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის გამოსვლის (08.06.2022წ.) სრული ვიდეო ჩანაწერი იხილეთ აქ: https://parliament.ge/media/news/sakartvelos-parlamentis-tavmjdomare-shalva-papuashvilis-mokhseneba-sakartvelos-parlamentis-sakmianobis-2021-tslis-angarishi-da-2022-tslis-samokmedo-gegma