ჯემალ გამახარია მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო

21 სექტემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართულ ღონისძიებას დაესწრო.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს პარლამენტის, მთავრობისა და ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და, ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდობის როლზე, სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობისა და ახალგაზრდების მეტ ჩართულობაზე, ქართველ, აფხაზ და ოს ახალგაზრდებს შორის კავშირის გაღრმავების აუცილებლობაზე და სხვა. ამასთან, ხაზი გაესვა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერის თვალსაზრისით.


































































































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions