საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

23 სექტემბერს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

საკონსულტაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, დეპუტატები რაისა უბილავა და ბორის კაკუბავა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნოდარ თოფურიძე, კაბინეტის წევრები ირაკლი დბარი და გიორგი გვასალია, საკონსულტაციო საბჭოს წევრები დალილა ხორავა - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველო დევნილთა მხარდაჭერისთვის“ პრეზიდენტი, ბაჩანა ბასილაია - ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ნაპოლეონ მილორავა - საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრ „აფხაზეთის“ პრეზიდენტი, თემურ სალაყაია - იურისტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დოქტორანტი, დავით ჯალაღონია - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე.

სხდომამ მოისმინა უმაღლესი საბჭოს იურისტის გიორგი გვასალიას მოხსენება თემაზე: „აფხაზეთის კონსტიტუციისა და სტატუსის პროექტთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების განხილვა“. მოხსენებაში საინტერესოდ და ლაკონურად იყო განხილული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ავტონომიური რეგიონებისა თუ წარმონაქმნების პოლიტიკური მოწყობის მაგალითები.

მოხსენების მოსმენის შემდეგ გაიმართა დისკუსია. სხდომის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ამ საკითხზე მუშაობის აუცილებლობას და დადებითად შეაფასეს ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯი დღევანდელი მოხსენების სახით. მოხსენებამ მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

სხდომის დასასრულს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ შემაჯამებელ სიტყვაში განაცხადა, რომ აღნიშნული მიმართულებით მუშაობა არ არის ადვილი და მისი შესრულება ვერ მოხდება მოკლე დროში. ამასთან, განხილული მოდელებიდან რომელიმეს პირდაპირ მორგება ჩვენს რეალობაზე შეუძლებელია. ეს გახლავთ მხოლოდ დასაწყისი და მუშაობა ამ მიმართულებით გაგრძელდება.

სხდომა მიმდინარეობდა ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმში.





































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions