ჯემალ გამახარია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე „100 საჯარო ლექციის“ კურსის ფარგლებში მოხსენებით გამოვიდა

 

4 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით - „100 საჯარო ლექციის კურსი“, რომელზეც მოხსენებით გამოვიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ანზორ წოწონავა, უმაღლესი საბჭოს ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ნანა კვარაცხელია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ მასწავლებლები.

 

შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია. იგი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას, მოწვეულ სტუმრებს, ისაუბრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით უნივერსიტეტში დაგეგმილ ღონისძიებებზე, სამომავლო გეგმებზე. ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე „100 საჯარო ლექციის“ კურსის მნიშვნელობაზე.

 

ჯემალ გამახარიამ სალექციო საათის ფარგლებში ისაუბრა აფხაზეთის ომამდელ, ომის შემდგომ პერიოდსა და მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე. რუსეთის როლზე აფხაზეთის კონფლიქტში და თანამედროვე მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებში. ამასთან, მან მოუწოდა სტუდენტებს მეტი ჩართულობისკენ შერიგების პროცესში და წარმატებები უსურვა მათ საქმიანობაში.

 

აუდიტორიას ასევე სიტყვით მიმართეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) სპიკერმა ჯემალ გახოკიძემ, სამართლის დოქტორმა ნინო ნიშნიანიძემ, ისტორიკოსმა და ჟურნალისტმა ჰენრი კუპრაშვილმა, თსუ-ს პოლიტოლოგიის კათედრის პროფესორმა თამარ კიკნაძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ანზორ წოწონავამ და ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სამსახურის უფროსმა ნანა კვარაცხელიამ.

 

შეხვედრის დასკვნით ეტაპზე ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი გამოვიდა ინიციატივით, უნივერსიტეტსა და აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების თაობაზე. მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტები შეძლებენ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში სტაჟირების გავლას, ხოლო უნივერსიტეტის სტუდენტები ოკუპირებული აფხაზეთიდან ჩაერთვებიან უმაღლესი საბჭოს სხვადასხვა აქტივობებში. ირაკლი გაბისონიამ ასევე შესთავაზა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ჰენრი კუპრაშვილის წიგნის პრეზენტაციის გამართვა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში, რომელიც შეთანხმებისამებრ გაიმართება 2022 წლის ბოლომდე.



















































































































































































 

 

 

 

 

 

 
























































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions