აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში სამუშაო თათბირი გაიმართა

9 ნოემბერს, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში სამუშაო თათბირი გაიმართა, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა უძღვებოდა.

 

თათბირს ესწრებოდნენ საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, მოადგილე ზურაბ ჯგუბურია, კომიტეტის აპარატის უფროსი ნათია დარსანია, თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწე თათა ჯახაია, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ნანა კვარაცხელია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძე, აფხაზეთის რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია.

 

თათბირზე განიხილებოდა საკითხი ა/წ 25 ნოემბერს ქ. ზუგდიდში „ოკუპირებულ (გალის რაიონში) და დანარჩენ საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებადი ზოგადსაგანმანათლებლო-აღმზრდელობითი და სახელოვნებო დაწესებულებების მიერ მიმდინარე საქმიანობისა და არსებული პრობლემების დასაძლევად დამატებით ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ სამუშაო შეხვედრის ჩატარების თაობაზე.

თამაზ ხუბუამ ამ მიმართულებით უმაღლესი საბჭოს საქმიანობის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქმიანი შეხვედრების რეგულარულად ჩატარებისა და მათ მუშაობაში როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენელთა მაქსიმალურ ჩართვაზე. მან ვრცლად ისაუბრა საკითხისადმი დამოკიდებულებაზე და მისი ინფორმაციული უზრუნველყოფის აუცილებლობაზე.

თათბირის მსვლელობისას გამოითქვა შენიშვნები, მოხდა კონკრეტული წინადადებებისა და მოსაზრებების ურთიერთგაცვლა.






















































































 

 

 
































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions