აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და სესიის სხდომები გაიმართა


9 ნოემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და პლენარული სხდომები გაიმართა, რომელთაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივის წესით, საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საქართველოს კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყებას. რეგლამენტის შესაბამისად, პრეზიდიუმზე კანონპროექტის განხილვა არ გამართულა, თუმცა ბატონმა ჯემალ გამახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების მიღებამდე, აუცილებელია კანონპროექტის გასაცნობად დევნილებთან შეხვედრები, რათა მოხდეს დევნილთა და სახელმწიფო ინტერესების შეთავსება.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე „აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი წარადგინა იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ყოლბაიამ.

 

რეგლამენტის პროექტი რამდენიმე ცვლილებას ითვალისწინებდა; კერძოდ, ის შეეხო კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის წესს, ჯარიმებს - პლენარული და კომიტეტების სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო,  ცვლილებებს უმაღლესი საბჭოს  ჯილდოებთან დაკავშირებით.

 

დებატებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი საბჭოს წევრებმა თამაზ ხუბუამ, ადა მარშანიამ, ზურაბ ჯგუბურიამ, რაისა ქარაიამ, ელგუჯა გვაზავამ, რის შემდეგაც დეპუტატებმა კენჭისყრით აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებები დაამტკიცეს.













Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions