უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ზურაბ ჯგუბურიას მივლინების შესახებ

პრაღაში, ჩეხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტრში შედგა მეტად საჭირო და საინტერესო შეხვედრა "ოკუპირებულ აფხაზეთში ისტორიულ - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ღონისძიებების მიზნით".

 

ჩეხეთის მხარეს წარმოადგენდნენ კულტურის მინისტრის მოადგილე საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში, დოქტორი პეტრ ჰნიზდო (PhDr. Petr Hnizdo), სამინისტროს კულტურული ძეგლების დაცვის დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მაგდა ნემცოვა (PhDr. Magda Nemcova), სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სპეციალისტი ზუზანა იანდლოვა (Zuzana Jandlova) და შეხვედრის ორგანიზატორი, ჩვენი დიდი მეგობარი იოზეფ ჩერმაკი (Ing. Josef Čermák).

ჩვენგან წარდგენილი დოკუმენტურ - საინფორმაციო მასალები (კრებულები):

"აფხაზეთის ისტორიულ- კულტურული მემკვიდრეობა" - 4 ენაზე,

"ოკუპირებული აფხაზეთი - 25" - 4 ენაზე, ინგლისურენოვანი "აფხაზეთის მოკლე ისტორია" (პროფესორები: ჯ.გამახარია, ლ.ახალაძე) და სულ ახლახან გამოცემული "შავი არქეოლოგია ოკუპირებულ აფხაზეთში" - 4 ენოვანი - მართლაც შთამბეჭდავი და ფასეული ნაშრომებია - ჩეხური მხარე სერიოზული, დიდი შთაბეჭდილებებით დატვირთული დარჩა!

ასევე - ჩეხურ მხარეს გადავეცი პრაღაში, ემიგრაციის პირობებში (1921-1939წწ.)  დიმიტრი(არზაყან) ემუხვარის საცხოვრებელი სახლის ფასადზე დასამონტაჟებელი ბარილიეფის მაკეტები (მემორიალური დაფა აღნიშნულ მისამართზე ჯერ კიდევ 2014 წელს გაკეთდა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების და ბ-ნ იოზეფ ჩერმაკის დიდი დახმარებით).

მთავარი კითხვა ჩეხი მეგობრებისგან:

საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციებში (UNESCO, IKOM - IKOMOS, ევროსაბჭო...) ამ მასალებზე რა პასუხებს ღებულობსო?

"დიპლომატიურად" პასუხს თავი ავარიდე ...

ბოლოს - ჩეხურ მხარეს გადავეცით იმ პრობლემური საკითხების ნუსხა (ინგლისურ ენაზე), რომელთა რეალიზაცია ჩვენი ჭეშმარიტი მეგობრების მცდელობით თავიდან აგვაცილებს დე-ფაქტო აფხაზეთში ათეულობით საუკუნეების მანძილზე ქართველების ცხოვრების და მოღვაწეობის ამსახველი ძეგლების, მასალების განადგურებას, აფხაზეთში ქართული იდენტობის ამსახველი ფაქტების სრულ გაქრობას!

ჩვენ არაფერს არ დავთმობთ:

აფხაზეთი და სამაჩაბლო - საქართველოა!





















































































































































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions