ყვარელის მუნიციპალიტეტში ღონისძიება - „გვახსოვდეს აფხაზეთი“ ჩატარდა

20 დეკემბერს, ყვარელის მუნიციპალიტეტში ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით „გვახსოვდეს აფხაზეთი“. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ქართულ-აფხაზური ურთიერთობისა და ერთიანობის წარმოჩენა, გამორჩეული და ღვაწლმოსილი ადამიანების დაჯიდლოება, ვინც წლების განმავლობაში თავისი პროფესიული და საზოგადოებრივი საქმიანობით განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საქმეში.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო მოკლემეტრაჟიანი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების, კერძოდ მე-11 საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული ფილმის - „ადრე თუ გვიან“ ჩვენება, ხოლო ყვარელში მცხოვრებმა მოზარდებმა წარმოადგინეს სპექტაკლი - „გვახსოვდეს აფხაზეთი“.

ღონისძიება ,,აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს“, მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემია “გულანის“ და ა(ა)იპ - „ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის“ორგანიზებით, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და ყვარელის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

შეხვედრის დასასრულს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი გადასცა ყვარელის მუნიციპალიტეტის მერს გივი ზაუტაშვილს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველს გოგი ფაცაციას, “მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემია “გულანის“ თავმჯდომარეს მაყვალა გონაშვილსა და საქართველოს ქალთა საბჭოს წევრს, საბჭოში აფხაზეთის წარმომადგენელს ნაირა მარშანიას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი გოგი ფაცაცია, ყვარელის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, ყვარელის საკრებულოს თავმჯდომარე ილია მზექალაშვილი, “მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემია “გულანის“ თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება.














































































































































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions