უმაღლესი საბჭოს მორიგი ჰუმანიტარული აქცია იმერეთისა და სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონებში განხორციელდა

დევნილთა კომპაქტური განსახლების საცხოვრებლებში მყოფი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, ა/წ 24-25 დეკემბერს მორიგი ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა.


სასურსათო პროდუქტები აფხაზეთიდან 500-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა, რომლებიც იმერეთის რეგიონში, კერძოდ საჩხერეში, ჭიათურაში, ზესტაფონში, ქუთაისში, წყალტუბოში, და სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში, კერძოდ ზუგდიდში, ინგირში, კახათში და ფოცხო-ეწერში მდებარე სხვადასხვა კომპაქტურ ჩასახლებაში არიან განთავსებული.


სასურსათო პროდუქტები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა ნანა კვარაცხელიამ, ხვიჩა ქარდავამ, ზურა კობახიძემ, გიგა შელიამ და ნიკა ქარდავამ გადასცეს.


დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გაიმართა მსჯელობა ზემოაღნიშნული ოჯახების წინაშე არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების გზებზე, ადგილობრივი და ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებაზე.


უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებით, უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრი და აპარატის თანამშრომელი ზრუნავს იმისათვის, რათა რთულ ვითარებაში მყოფ დევნილ ოჯახებს შეუმსუბუქდეს არსებული მდგომარეობა. მისი თქმით, დროულად უნდა მოხდეს განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილთა სოციალური და საყოფაცხოვრებო მოთხოვნათა დაკმაყოფილება, მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესში დევნილთა ჩართულობა.


ვახტანგ ყოლბაიას განმარტებით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ ჰუმანიტარული დახმარების სახით გამოხატული მინიმალური ყურადღება შეჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისადმი განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია. ეს მათ მიმართ გამოხატული ზრუნვაა.


უმაღლესი საბჭოს მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობა მიიღეს, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა, მერის მოადგილემ ოთარ ომიაძემ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, ქუთაისის ავტოქარხნის ტერიტორიული ორგანოს თავმჯდომარემ გიგა ციბაძემ, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა, აფხაზეთის მთავრობის დასავლეთ საქართველოს იმერეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ნათია კოპალიანმა, სამეგრელო - ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ბასარიამ, მოადგილემ თემურ ბოკუჩავამ.


აქცია უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

უმაღლესი საბჭოს მორიგი ჰუმანიტარული აქცია იმერეთისა და სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონებში განხორციელდა

https://youtu.be/GvrjpqpTbq0








































































































































































































































































 










































































































































































































































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions