16 მარტს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, დეპუტატებმა და აპარატის თანამშრომლებმა აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად 1993 წლის 16-17 მარტის მოვლენების დროს სამშობლოსათვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკეს.
შეგახსენებთ, რომ 1993 წლის 16 მარტს დაიწყო რუსეთის გენშტაბის მიერ დაგეგმილი ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია სოხუმზე, რომელშიც რუსეთის რეგულარული ჯარის ნაწილები, სამხედრო ავიაცია და არტილერია მონაწილეობდა. ქართველმა ჯარისკაცემბა, არტილერიამ და ადგილობრივმა მოსახლეობამ არნახული გმირობა და თავდადება გამოავლინეს. შედეგად მოწინააღმდეგემ უკან დაიხია და ბრძოლის ველზე ასობით დაღუპული მებრძოლი დატოვა. მარტის იმ დღეებში მტრის მოგერიებას და სამშობლოს ინტერესების დაცვას მრავალი თავდადებული მამულიშვილი შეეწირა.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს