კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა

30 მარტს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.


კომიტეტების ერთობლივ სხდომას უძღვებოდა საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა  კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია.

უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი:

„ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის შესახებ.

სხდომის წევრებმა დასვეს შეკითხვები, გამოთქვეს მოსაზრებები და შენიშვნები. განხილვის შემდეგ დეპუტატებმა კენჭისყრაზე მხარი დაუჭირეს ახალი კანონპროექტის მიღებას.












































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions