12 ივნისს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
კომიტეტების ერთობლივ სხდომას უძღვებოდა საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია.
უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი:
„ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
შენიშვნებისა და წინადადებების მოსმენის შემდეგ დეპუტატებმა კენჭისყრაზე მხარი დაუჭირეს კანონპროექტში ცვლილებების მიღებას.