აფხაზეთიდან დევნილმა მოზარდმა, სტრასბურგის ერთ-ერთი კოლეჯის მე-8 საფეხურის მოსწავლემ, 14 წლის ნიაკო შამუგიამ, 10 ივნისს საფრანგეთში ჩატარებულ მოსწავლეთა კონკურსში - "Olympiade des petits génies d'Europe" - "ევროპის პატარა გენიოსები", "მენტალური მათემატიკის" მიმართულებით პირველი ადგილი დაიკავა!
ნიაკო სტრასბურგში მშობლებმა - ფიქრიამ და პაატამ სამშობლოს სიყვარულით გაზარდეს. კონკურსში ის საქართველოს დროშით გამოვიდა!
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სახელით ვულოცავთ ნიაკოს და მის მშობლებს ამ დიდ გამარჯვებას, ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!