აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში გაგრის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა


18 ივნისს საზოგადოება „გაგრა“-ს ინიციატივით გაგრის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, რომელიც ეძღვნებოდა კურორტ გაგრის დაარსების 120 წლისთავს და გაგრიდან დევნილ ბავშვებს. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ვალერი არქანიას სახელობის არტგალერეაში გაიმართა ფოტოგამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო, როგორც გაგრის მკვიდრი, ასევე გაგრასთან დაკავშირებული საზოგადოებისათვის ცნობილი სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანების ფოტოები, მათი საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი და საოჯახო ფოტოალბომები. ღონისძიების ფარგლებში სოხუმის თეატრის დარბაზში გაიმართა მუსიკალური საღამო აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „აფხაზეთი“  მონაწილეობით, საღამოს უძღვებოდა ცნობილი ტელეწამყვანი გაგრიდან ზურაბ ბალანჩივაძე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს წევრები ადა მარშანია, ვახტანგ ყოლბაია, ნუგზარ მგალობლიშვილი, თეიმურაზ მჟავია, ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელი რუსლან აბაშიძე, მთავრობის წარმომადგენლები, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციის ყოფილი წარმომადგენელი გივი ჯაფარიძე,  აფხაზეთის სხვადასხვა რაიონებისა და ქალაქების წარმომადგენლები. საზოგადოებრივმა კავშირმა „გაგრამ“ საპატიო სიგელები გადასცა სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობით გამორჩეულ თანაქალაქელებს.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან ისაუბრა გაგრის ისტორიაზე, რომელიც იმაზე გაცილებით ადრე არსებობდა, ვიდრე საკურორტო ქალაქის სტატუს შეიძენდა მეფის რუსეთის დროს. მაშინაც, ის გამოყვეს სოხუმის ოკრუგიდან  და შავი ზღვის გუბერნიას შეუერთეს, რაც გახლდათ რუსეთის მეთოდი, ხერხი, რომელსაც ის დღესაც იყენებს. რუსეთი კარგს რასაც ააშენებდა ეს ყველაფერი მისი საკუთრება უნდა ყოფილიყო. რუსეთი დღესაც ასე მოქმედებს, რასაც კარგს ააშენებს ყველაფერი უნდა გადავიდეს მის ხელში. ჯემალ გამახარიამ გაიხსენა გაგრაში 1992 წელს დატრიალებული ტრაგიკული მოვლენებიდან ფრაგმენტები. ჩვენ ხშირად ავღნიშნავთ აფხაზეთის ტრაგედიასთან დაკავშირებულ დღეებს, მაგრამ კარგი იქნება ასეთი ზეიმი, როგორსაც დღეს აღვნიშნავთ ქალაქ გაგრის დაარსების დღეს, ასევე ვიზეიმოთ სოხუმის, ოჩამჩირის, გალის და სხვა ქალაქების დღეები, რასაც ჩვენ ხელს შევუწყობთ - განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში გაგრის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

https://youtu.be/zZ_8ut92KHg
























Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions