აფხაზეთის ოკუპაციის 30-ე წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გენოციდისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული“ გაიმართება

12-13 სექტემბერს, 11.00 სთ-ზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება აფხაზეთის ოკუპაციის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით: „გენოციდისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული“.

 

მოხსენებას თემაზე: „ომი აფხაზეთში - პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები“ წარმოადგენს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი ჯემალ გამახარია.

კონფერენციის მუშაობაში და დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი და უცხოელი მეცნიერები, პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონფერენცია ჩატარდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში (კოსტავას 77).












































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions