აკაკი გასვიანი: "სამყაროს სპირალური მოძრაობა"

 

სამყაროში ყოველი სხეული სპირალურად მოძრაობს, თანაც ტრიადული სპირალური ტრაექტორიებით: თავისი ღერძის ირგვლივ, ცენტროობიექტის გარშემო და მისივე ღერძის სპრალური პრეცესია ცამრგვალის მიმართ.

 

განვიხილოთ დედამიწის მოძრაობა. ცნობილია, დედამიწა თვისი ღერძის ირგვლივ აღმოსავლეთის მიმართულებით დღღამეში შემობრუნდება 1-ჯერ (1,2), წელიწადში 365, 2424136-ჯერ (3). ამ პერიოდში ჩრდილოეთ ნახევარსფეროს 23,5°-დან სამხრეთ ნახევარსფეროს 23,5°- მდე, და პირუკუ, მზე, როგორც ეს ჩვენ ამავე მიზეზით გვეჩვენება, დასავლეთისაკენ  მოძრაობით დედამიწის მერიდიანულ ელიფსზე ფარავს 94°-ს.

 

მაგრამ წრიდან წრეზე მზის გადასვლა ხდება ხვიისებრად - სპირალურად.

 

უნაკლოა მზისეული ჭეშმარიტების ანარეკლი: დედამიწა, როგორც ყოველი კოსმოსხეული, თავისი ღერძის ირგვლივ, და არა მარტო თვისი ღერძის ირგვლივ, მოძრაობს სპირალურად. ხოლო დედამიწის მოძრაობა სამყაროს ყველა სხეულისათვის ეტალონურია. მაშინ: სამყაროს მოძრაობის ფორმა სპირალურია.


სპირალზე სვლისას სხეული არ მიჰყვემა წრეწირს (ელიფსს), თანდათან სცილდება მას, კუთხური აჩქარებისას გამოტოვებს მის გარკვეულ ნაწილს, რომელსაც იერთებს მისივე სპირალური ტრაექტორია და რომელიც დამატებით დროში მან უნდა გაიაროს მრუდიდან მრუდზე გადასვლისას მომატებულ მანძილთან ერთად. ე.ი. სპირალზე მოძრაობა სრულდება წრეწირის (ელიფსის) მიმართ. სპირალი უფრო გრძელი მრუდია, ვიდრე წრეწირი (ელიფსი). სპირალური მრუდის სასრულია იქ, სადაც წრეწირის (ელიფსის) 360-ე გრადუსზე მისგან დაეშვება ვექტორული სიდიდე - შვეული. იქ მთავრდება ორბიტა.

 

სხეულის უწყვეტი წრიული მოძრაობით სპირალებს შორის მიღებული მანძილები მუდმივადი განზომილებები, ანუ სპირალური მუდმივებია, და სამყაროს მოძრაობის მარეგულირებელნია.

 

სპირალური მუდმივების გაანგარიშების მეთოდოლოგია დავამუშავეთ რიცხვი 9-სა და π-ს ტრადიციული მათემატიკური ნიშნის - 3,14 ფუნქციონალობის საფუძველზე. რიცხვი 9 ერთეულთა მაქსიმაა, მერე იწყება ათეულები, რიცხვი 90 ათეულთა მაქსიმაა, მერე იწყება  ასეულები და ა.შ. სხეულთა სპირალური მოძრაობა რადგან სრულდება 360° -ის მიმართ, რომლის ციფრთა ჯამია 9, მათი ერთი მოქცევის აბსოლუტური სიზუსტით გამომსახველი მოდულის ციფრთა ჯამიც ადგენს 9-ს.

 

1-დან 8-ის ჩათვლით და მათგან ნაწარმოები ათეული, ასეული და ა.შ. რიცხვები რომ გავამრავლოთ π-ზე და ნამრავლი გავყოთ 360°-ზე მივიღებთ მხოლოდ ირაციონალურ რიცხვებს. მაგრამ 9  ×3,14= 28,26: 360°=0,0875 - რაციონალურ რიცხვს. ამგვარ და სხვა მსგავს თვისებათა გამო რიცხვი 9 გამოვაცხადეთ სამყაროს კონსტანტად.

 

ამიტომ და იმის გამოც, რომ 360°-ის ციფრთა ჯამი ადგენს 9-ს, იგივურობის მათემატიკური წესით, წრის დიამეტრის ზოგად მოდულად ავიღეთ 9 და გავამრავლეთ π -ზე. მუდმივათა გამრავლებით მივიღეთ ახალი მუდმივა: 28,26.

 

ვიცით, რომ ტრადიციული π-ის მუდმივისა და დიამეტრის ნამრავლი ვერ გამოსახავს წრეწირის ზუსტ სიგრძეს, არათუ ორბიტისა. ამიტომ ერთ ციკლურ პერიოდში სხეულისათვის განკუთვნილი სპირალური წრეების გარემოქცევას და ზუსტად აღნუსხვას მეტი სიხშირის პროცესია სჭირდება. აქედან გამომდინარე, ეს ფუნქცია უნდა შეასრულოს სამყაროს კონსტანტასა და ტრადიციული π-ს მუდმივას ნამრავლმა. ამიტომაც ვუწოდეთ 28,26 განზომილებას წრეზე მოძრაობის ციკლურ სიხშირეთა ზოგადი მუდმივა (3).

 

ძრაობის ციკლურ სიხშირეთა ზოგადი მუდმივა ფუნქციონალურია 360°-ის მიმართ, რომელზე მისი გაყოფითაც 1°-ის ექვივალენტად მივიღებთ 0,0785 მეათიათასედს. მაშინ 1°-ის მიმართ 28,26 მოდულის ფარდი რიცხვი იქნება: 9: 10000=0,0009 ×3,14=0,002826.

 

მექანიკის კანონით, კუთხური აჩქარების გარეშე სხეული წრეზე მოძრაობის სიჩქარეს ვერ შეიძენს. რადგან ღერძის ერგვლივი ბრუნვისას დედამიწას აკლდება 6 სამოძრაო ერთეული, ამიტომ კუთხური აჩქარების ერთი რიცხვითი  ერთეული 360 °-ის მეექვსედზე - 60°-ზე მიიღება 1°-ის წილი მოძრაობის ციკლურ სიხშირეთა ზოგადი მოდულის მასზე გამრავლებით: 0,002826× 60°=0,16956°.

 

ამრიგად, მოდული 0,16956° არის სხეულის კუთხური აჩქარების სპირალური მუდმივა. და მისგან იქმნება ყველა პროცესიული თუ პრეცესიული სპირალური მუდმივა: 0,16956 × 6=1,01736° - განედურ, თავისი ღერძის ირგვლივ 1 დღ, ანუ 1 ციკლურ პერიოდში, დედამიწის 1 სრული შემობრუნებით შექმნილ სპირალურ მუდმვას. ეს იგივეა, რაც : 360°×0,002826=1,01736°.


დედამიწა მზის სისტემის ისეთ არეალშია, რომ წრეწირზე (ელიფსზე) 1° მანძილის გავლა მისთვის 1 დღ არის კანონიზებული, ანუ 360° მან 360 დღიან წელიწადში უნდა შემოწეროს.

 

მაგრამ, სფერომეტრიული მექანიკის კანონით, კუთხური აჩქარებისას წრეწირს (ელიფსს), სხეულმა რომ სპირალზე გასვლა შეძლოს, 1°-ს აკლდება 0,99%. ამიტომ საკლებში, მაკლებსა და სხვაობაში 9-ის კანონიკა არ ირღვევა, ანუ თითოეულის გამომსახველი რიცხვის ციფრთა ჯამი ადგენს 9-ს და სხვაობის განედურ სპირალურ მუდმივაზე ნამრავლი იძლევა წელიწადის ზუსტ დროს.

 

360°-0,99°= 359,01°×1,01736= 365,2424136 დღ.

 

ამრიგად, 1,01°  წრეწირისეულია. მოდული 0,01736 - მრუდზე მომატებული მანძილი და დრო: 0,01736×359,01°=6,2324136;    359,01+6,2324136=365,2424136 დღ.

 

კუთხური აჩქარებისას  1,01° -ით დედამიწა თავის კოსმიურად კანონიზებულ წრეწირს რომ არ სცილდებოდეს, მივიღებდით მის პოტენციურ წელიწადს: 360×1,01736=366,2496 დღ. მოდული 366,2496 სპირალური მუდმივების პარამეტრების განსაზღვრისათვის ხშირად დაგვჭირდება, როგორც მათი სფერომეტრიული საფუძველი.

 

რადგან განედური სპირალური მუდმივა მზის ერთი შემოვლით 1,01736 გრადუს-დღეღამეა, პოტენციურად, მერიდიანული ელიფსის ყოველ გრადუსზე მისი აღვლენაც ამ განზომილების ტოლი უნდა იყოს. ე.ი. წლიურად მზე მერიდიანულ ელიფზე- 360°-ს რომ ფარავდეს თავისი აღვლენით, მაშინ ამ შემთხვევაშიც შექმნიდა 1,01736° განზომილების სპირალურ მუდმივას.

 

მაგრამ 365,2424136 დღ განმავლობაში მზის აღვლენითი გადანაცვლება სრულდება მხოლოდ 94°-ზე. ამით მერიდიანულ ელიფსზე აღსავლენი სპირალური მუდმივა მცირდება 4-ჯერ: 1,01736°:4=0,25434°.

 

ამიტომ: 0,25434 არის დედამიწის მერიდიანული ელიფსზე მზის ერთი შემოვლით აღსავლენი სპირალური მუდმივა - წრეებს შორის მანძილი.


აქედან 0,25 არის მერიდიანული ელიფსის წილი, 0,00434° - სპირალური მრუდით მომატებული მანძილი. რომ არა სპირალური აღვლენის ფაქტორი, დედამიწის მერიდიანული ელიფსი 4-ჯერ შემცირებით დარჩებოდა 90°. ხოლო 90: 4 რიტმულ ციკლზე =22,5°. ამიტომ 94°-დან 4° წლიური სპირალური მრუდების წილია.

 

დასტური: 0,25°×4=1°; 0,00434°×4=0,01736°; 1°+0,01736°=1,01736°; 0,01736°×359,01°=6,2324136°;  359,01+6,2324136=365,2424136 დღ.

 

მზის გარშემო ორბიტულ მოქცევასაც, როგორც თავისი ღერძის ირგვლივ ბრუნვას, დედამიწა ასრულებს წრეზე, უწყვეტი ხვიებით, ანუ სპირალურად.

 

სფერულმა სხეულმა თავისი ღერძის ირგვლივ ბრუნვა რომ განავითაროს, მისი ორბიტული პროცესიის სპირალური მუდმივა ორჯერ მაინც უნდა აღემატებოდეს მისსავე განედურისას (3). დედამიწის ორბიტული სპირალური მუდმივა არის: 1, 01736°×2= 2,03472°

 

დედამიწაც მზის გარშემო ორბიტაზე 4 ციკლური რიტმით მოექცევა: ეკვატორიდან ჩრდილოეთით და უკან, ეკვატორიდან სამხრეთით და უკან. ოღონდ მზის მერიდიანული წრეწირი ამ შემთხვევაში არა 4-ჯერ, არამედ 8-ჯერ იკუმშება: 360:8=45°. ამიტომ მზის ეკვატორიდან ჩრდილოეთით მისი მერიდიანული წრეწირის 11,75°-მდე ორბიტული პროცესიით რომ მიაღწევს, დედამიწა ამავე 11,75°-ს სპირალებისვე უწყვეტი შემოწერით ეკვატორამდე, 0°-მდე უკან გამოივლის. იგივე განმეორდება მზის ეკვატორიდან სამხრეთით და უკან.

 

ამრიგად, მზის მერიდიანულ წრეწირზე ერთ ციკლურ პერიოდში წლიური ორბიტული წრეების შემოწერით დედამიწა ფარავს:11,75°×4=47°-ს. და რამდენ წელიწადში?

 

დედამიწის ორბიტული სპირალური მუდმივა არის 2,03472°, ამიტომ მზის მერიდიანულ წრეწირზე დედამიწის აღვლენა მის გარშემო ერთი მოქცევისას 2° უდრის, ხოლო 0,03472° სპირალური მრუდით მომატებული მანძილია. მაშინ 47°-ის დაფარვას დასჭირდება 47°:2=23,5°-ზე გარემოქცევა. ერთი რიტმული ციკლისათვის: 23,5°:4=5,875°-ზე გარემოქცევა.

 

ე.ი. 5,875 წელიწადში დედამიწა მზის ეკვატორის ერთ მხარეს გადაინაცვლებს 11,75°-მდე და ამდენივე წელიწადში ეკვატორისკენ მობრუნდება. იგივე განმეორდება მზის ეკვატორის მეორე მხარესთან მიმართებაში. ამ მიზეზით დედამიწა 5,875×2=11,75 წელიწადში მზის ეკვატორის ზენიტზე აღმოჩნდება და მისგან მეტ სხივურ ენერგიას იღებს.

 

მაშ, მზის გარშემო 4-ჯერადი რიტმული ორბიტული პროცესიის განრიგით ყოველ 11,75 წელიწადში დედამიწა მზის ეკვატორის ზენიტურ არეალში მოექცევა და ამის გამო იზრდება მის მიმართ მზისმიერი სხივური ენერგიის ინტენსივობა (3).

 

სხეულს აქვს პრეცესიული სპირალური მუდმივაც, რაც სამყაროს პოლუსის მიმართულებით მისი ღერძის გადაადგილების შედეგია. ცის ეკვატორს ეკლიპტიკა ყოველწლიურად გადაკვეთს წინარე გავლილი კვანძიდან უფრო დასავლეთით. ამას ჰქვია წინსწრება, ანუ პრეცესია (2).

 

და რახან მზე დღეღამტოლობის წერტილზე ყოველწლიურად წინარე გავლილი კვანძიდან დასავლეთით გაივლის, მაშინ იგი წრეწირს კი არ კრავს, არამედ შემოწერს წრეს. ე.ი. პრეცესიაც სრულდება წრეზე და არა წრეწირზე, ანუ პრეცესიული წრის შემოწერაც სრულდება 360°-ის მიმართ. უწყვეტად,  სპირალურად.

 

ასტრონომთა გაანგარიშებით, რაც წრეწირის განზომილებას მიესადაგება, 1 წელიწადში ცამრგვალზე დედამიწის ღერძის პრეცესიის მანძილია 50′′. აკი, დედამიწის ღერძი ცამრგვალზე სამყაროს პოლუსის მიმართ 1°-ით გადაადგილდება 72 წლის განმავლობაში. 1°×3600′′=3600′′:72=50′′.

 

მაგრამ: 1,01736°×3600′′=3662,496′′:72=50,868′′.

 

ამრიგად, აბსოლუტური სიზუსტის დედამიწის წლიური პრეცესიის სპირალური მუდმივა არის 50,868′′.

 

ამიტომ: ცამრგვალზე ერთი სრული პრეცესიით მიიღება: 25920 წელი×50,868′′:3600′′:72 წელი=5,0868° სპირალური მუდმივა.


გარემოქცევისას მთვარე, ბუნებრივია, დედამიწის ორბიტას გადაკვეთს. ყოველი ასეთი გადაკვეთისა კვანძი აქაც დასავლეთისკენ გადაინაცვლებს, თუმცა ორივე სფერული სხეული აღმოსავლეთით მოძრაობს. ამიტომ იგიც შემოწერს წრეს, რადგან მისი გარემოქცევა დედამიწის გარშემო ამის გამო სრულდება უწყვეტად, სპირალურად. დედამიწის გარშემო ორბიტაზე წინარე კვანძიდან მომდევნოზე მთვარის ერთჯერადი გადასვლა შეადგენს 1,5°. ასტრონომთა გაანგარიშება ამ შემთხვევაშიც ეფუძნება 360°-ს (1,2).

 

რომ დავადგინოთ მთვარის მიერ დედამიწის გარშემო შემოწერილი წრეების აბსოლუტური სიზუსტის სპირალური მუდმივა, შეგვიძლია ასეთ ხერხს მივმართოთ:

360°:1,5°=240°;  365,2424136დღ:240°=1,52184339.

 

1,52184339°:0,25434 - დედამიწის მერიდიანულ სპირალურ მუდმივაზე = 5,9835 - ვერ შედგა სპირალურ განზომილებათა ჰარმონია.

 

მაგრამ: 366,2496 გრ-დღ - დედამიწის პოტენციური წელიწადი: 240°=1,52604°:6=0,25434°; 1,52604°:3=0,50868°; 2,03472-0,50868=1,52604°.

 

მაშასადამე, მთვარის ორბიტული სპირალური მუდმივა, რომელსაც იგი ქმნის დეამიწის გარშემო ერთი სრული ციკლური მოქცევისას, არის 1,52604°.


სამყაროში ყოველ არსს, ყოველ სხეულს განსაზღვრული სამოძრაო ერთეულები აქვს. კოსმიური იერარქიით, თითოეულ პლანეტას კანონიზებული აქვს 36 სამოძრაო ერთეული, მზეს- 360 და ა.შ. და ამას არეგულირებს მიზიდულობა-განზიდულობის ერთობლიობის კანონი.

 

განზიდულობით სხეული იძენს სამოძრაო ერთეულებს, მაშასადამე, კუთხური აჩქარების უნარს. მიზიდულობით სხეულები ერთმანეთს აკლებენ სამოძრაო ერთეულებს, ე.ი, ანელენებ ერთმანეთის მოძრაობას. ამის გამო სცილდებიან ისინი წრეწირს (ელიფსს), მაგრამ, მიზიდულობა- განზიდულობის ერთობლიობის კანონითვე, როდი მოწყდებაინ მას, არამედ შემოწერენ მათთვის განსაზღვრულ სპირალურ ორბიტებს. გამოკლებული სამოძრაო ერთეულების რაოდენობრივი ზრდის პროპორციულად იზრდება სხეულთა სპირალური მუდმივები და მცირდება მათი კუთხური აჩქარების კოეფიციენტური წილი, და პირიქით.

 

მთავრე 9,9 სამოძრაო ერთეულიდან დედამიწის გრავიტაციულობით აკლდება 9 სამოძრაო ერთული. 9×0,16956°=1,52604° სპირალურ მუდმივას. დარჩა 0,9 სამოძრაო ერთული. 0,9×1,2კმ/წმ=1,08 კმ/წმ -ს- მთვარის ორბიტულ სიჩქარეს ანუ  მთვარემ დაკარგა: 9×1,2კმ/წმ = 10,8 კმ/წმ ორბიტული სიჩქარე. იგი უნდა ყოფილიყო: 10,8+1,08 =11,88 კმ/წმ. მაშინ დედამიწა- მთვარის ერთობლივი წელიწადის ხანგრძლივობა იქნებოდა: 30,5208 დღ (დედამიწის პოტენციური თვე) – 29,5308 დღ (მთვარის სინოდური თვე) =0,99დღ×12 თვეზე=11,88 დღ$. ხოლო 29,5308 დღ×12 თვეზე=354,3696დღ (მთვარის წელიწადის ხანგრძლივობა) +11,88დღ =366,2496 დღ.

 

1,2 კმ/წმ ყოველი სამოძრაო ერთეულის მექანიკური ენერგიის გამომსახველია. 1-ის მეხუთედი არის 0,2. როცა 1 სამოძრაო ერთეულს დაემატება მისი მეხუთედი, იგი  უკვე მოძრაობის უნარს - სიჩქარის პოტენციას იძენს. ამიტომ რიცხვით ცნებას - 1,2 კმ/წმ შევარქვით მოძრაობის საბაზისო მუდმივა. სხეულის სამოძრაო ერთეულების გამრავლებით მოძრაობის საბაზისო მუდმივაზე მივიღებთ მის სიჩქარეს კმ/წმ.

 

დედამიწას  მზის  მიზიდულობით აკლდება 9 ორბიტული სამოძრაო ერთეული, მთვარის მიზიდულობით - 2 ორბიტული სამოძრაო ერთეული. კოსმიურად კანონიზებულ 36 სამოძრაო ერთეულს მინუს 11 ორბიტული სამოძრაო ერთეული = 25 Х 1,2კმ/წმ=  30კმ/წმ-ს -დედამიწის წრეწირისეულ, და არა სპირალური წრისათვის, განკუთვნილ სიჩქარეს.

 

მზის სამოძრაო ერთულების რაოდენობა, კოსმიური იერარქიით, არის 360. ჰარმონიულობის ლოგიკით, ამდენივე უნდა იყოს პლანეტათა სამოძრაო ერთეულების ჯამიც. ამან დაგვაშვებინა ჰიპოტეტურად მე-10 პლანეტის არსებობა. მზისა და ურთიერთმიზიდულობის ძალით პლანეტებს აკლდებათ 180 სამოძრაო ერთული. გალაქტიკის ცენტრის გრავიტაციულობით ამდენივე სამოძრაო ერთეული აკლდება მზეს.  მაშინ გალაქტიკის ცენტრის გარშემო მზისა და მზის სისტემის ორბიტული სიჩქარეები სინქრონულია და არის: 180×1,2=216 კმ/წმ. მზის გარშემო პლანეტათა ორბიტული სიჩქარეების ჯამიც 216 კმ/წმ ფარდია.

 

დედამიწას ღერძის ირგვლივი მოძრაობისათვის მთვარის მიზიდულობით კიდევ აკლდება 1 სამოძრაო ერთეული. მაშინ: 12 Х 0,16956° = 2,03472° არის დედამიწის ორბიტული სპირალური მუდმივა.


რადგან მზის გარშემო ორბიტული გარემოქცევისას დედამიწას აკლდება 12 სამოძრაო ერთეული, ანუ 2-ჯერ მეტი ვიდრე ღერძის ირგვლივი ბრუნვისას, ამიტომ მისი ორბიტული კუთხური აჩქარების 1 რიცხვითი ერთეული მიიღება 360°-ის მეთორმეტედზე 2°-ის წილი მოძრაობის ციკლურ სიხშირეთა ზოგადი განზომილების გამრავლებით: (0,002826×2)×(360°:12)=0,16956°.

 

როგორ განვსაზღვროთ დანარჩენი პლანეტების ორბიტული სპირალური მუდმივები?

 

ცნობილია მოლეკულების თვისება: მათ შორის მიზიდულობა მით უფრო მეტია, რაც უფრო დაშორებულია ისინი ერთმანთეს, ხოლო განზიდულობა ნაკლები. მიზიდულობის ზრდის  შედეგად კლებულობს მათი მექანიკური ენერგია და იზრდება შინაგანი ენერგია, და პირიქით.

 

მსგავსი თვისებები აღმოაჩნდათ პლანეტებსაც: მზიდან რაც უფრო შორს არიან,მით მეტი სამოძრაო ერთეულები აკლდებათ. ამიტომ კლებულობს მათი მექანიკური ენერგია, მაშასადამე, ორბიტული სიჩქარეც. სამაგიეროდ იზრდება მათი შინაგანი ენერგია, ღერძის ირგვლივი ბრუნვის სიჩქარე და სპირალური მუდმივები, და პირიქით. ამგვარი თვისებები ვრცელდება მთელი სამყაროს მიკრო-მაკრო გაერთიანებებზე.

 

შედარებისათვის მზის სისტემიდან ერთი მაგალითიც კმარა. ვიცით, იუპიტერი დედამიწაზე 1300-ჯერ მეტია. მაგარამ იგი თავისი ღერძის ირგვლივ შემობრუნდება 9 სთ და 50წთ განმავლობაში, დედამიწა-24სთ.იუპიტერის ორბიტული სიჩქარეა 13,06 კმ/წმ, დედამიწისა - 29, 83044 კმ/წმ. პლანეტათა სამოძრაო ერთეულების რაოდენობა უნდა განისაზღვროს მათი ორბიტული სიჩქარეების მიხედვით. იუპიტერის ორბიტული სიჩქარის მოდულიდან გამომდინარე, მისი სამოძრაო ერთეულები, დაახლოებით, იქნება 11. მაშინ: 36-11=25×0,16956°=4,239°. ე. ი. იუპიტერის სპირალური მუდმივა არის 4,239°.

 

კოსმიური იერარქიის კანონზომიერებითვე, გალაქტიკის ორბიტული სიჩქარე იქნება: 216კმ/წმ×2= 432კმ/წმ.

 

პლანეტების სპირალური მუდმივების ჯამი ტოლია მზის სპირალური მუდმივებისა: 180×0,16956°=30,5208°.

 

ცენტროობიექტიდან სივრცული დაშორების კვალად მიზიდულობის ზრდის პროპორციულობით სხეულის შინაგანი ენერგიის მატება და მექანიკურის კლება, ასევე ცენტროობიექტიდან სივრცული სიახლოვის კვალად მიზიდულობის შემცირების პროპორციულობით სხეულის მექანიკური ენერგიის ზრდა და შინაგანის კლება თანაარსთა ავტონომიური არსებობის კანონია.


სხეულები, სხეულთა გაერთიანებები, გალაქტიკები, ფიზიკური ველები მოძრაობენ სპირალურად  საკუთარი ღერძის ირგვლივ, სამოძრაო ცენტრის გარშემო და ასრულებენ პროცესიას მისეული პოლუსის მიმართ. და ეს მოძრაობა ტალღურია, რადგან ორი ხვია-ორი სპირალი ქმნის ტალღას.

 

უამრავი მაგალითის დასახელება შეგვიძლია იმის დასამტკიცებლად, რომ ცოცხალი ბუნების ზრდასაც სპირალური მოძრაობა განაპირობებს. დნმ ამიტომ არის სპირალი. აქსონი სპირალია, ხმაც სპირალური ტალღით ვრცელდება და მას აღმქმელად სპირალი სჭირდება. სინათლის სხივი , ბგერა ნებისმიერი ველისეული ტალღა სპირალურად რომ არ მოძრაობდეს, უდიდესი სიჩქარის წრფივი სვლით მათგან მიღებულ დარტყმას ვერაფერი გაუძლებდა, სპირალი, ხვია დიფრაქციით აიქცევა ფიზიკურ სხეულზე. წრფივი სვლით სხეული დაიწვებოდა, კოსმოსი გადახურდებოდა. სპირალური ტალღებით გამოიმუშავებს სხეული ენერგეტიკას და ეს განაპირობებს მის არსებობას.

 

ატომის ბირთვის გარშემო ელექტრონები სპირალურად მოძრაობენ, ამის შედეგად იქმნება მათ შორის სივრცული არე და წარმოიშობა ელექტრული  ველი. მათი სივრცული არის ოდენობაზეა დამოკიდებული  სხეულთა სიმკვრივე.

 

სხეულთა კლებადობა სიმკვრივეში და ზრდადობა მოცულობაში, რაც მათი ატომების ელექტრონთა სპირალური მუდმივების სიდიდეთა მატების პროპორციულია და ზრდადობა სიმკვრივეში და კლებადობა მოცულობაში, რაც მათი ატომების ელექტრონთა სპირალური მუდმივების სიდიდეთა შემცირების პროპორციულია, მატერიულ სიმკვრივეთა ქმნადობის კანონია (3).

 

ამიტომ მატერიაში უსტრუქტურო გარემო, ანუ ქაოსი არ არსებობს.ნივთიერებათა სიმკვრივეს სწორედ მოწესრიგებული სტრუქტურა აწესებს. ამისი დასტური ქიმიურ ელემენტთა სისტემაა.

 

მატერიულ სიმკვრივეთა ქმნადობის კანონი აწესებს არაორგანულ და ორგანულ სხეულთა გამყოფ ზღვარს.


მასის კლებადობა ან ზრდადობა იწყება იმ ატომიდან, რომელსაც გააჩნია 1 ელექტრონი, 1 პროტონი, 1 ნეიტრონი.ასეთია წყალბადის ატომი. ამიტომ არის იგი შესაყარი არარორგანულის და ორგანულისა, იგია ორივეს საწყისი და მისით იწყება არაორგანულისაგან ორგანულის შენება.

 

წყალბადის ატომი არის ის ზღვრული სიდიდე, რომლის სკალარის ერთ მხარეს ნივთიერებათა განშლადობა ხდება, მეორეს - ქიმიური ელემენტების შექმნა.ამიტომ კლებადობის მხარის მუხტი მინუსით აღინიშნება, ზრდადობისა - პლუსით.


ნივთიერებათა განშლადობასაც აქვს გაუყოფადობის ზღვარი, როგორც ელექტრონულ მუხტს. გაუყოფად მიკროს შევარქვით კორსაკრისი (ლათ. Cor-გული, sacries -წმიდა), ანუ გულიწმიდა. დამტკიცებულია (4), რომ მუხტი ზღვრულ სიმცირეს რომ მიაღწევს, მერე არ გაიყოფა. მისი დაკარგვით სხეული მართლაც გაქრებოდა. ამას არ დაუშვებს აბსოლუტი: „ყოველი რელატიური უკანასკნელ საფუძველში რაიმე თავისთავად, აბსოლუტურთან არის დაკავშირებული... აბსოლუტური წარმოადგენს აუცილებელ, მყარ ამოსავალ წერტილს“ (5). ამიტომ მ.პლანკი თვლიდა, რომ კვანტური ფიზიკის სამყაროს სურათში დეტერმინიზმი ისევე მკაცრად ბატონობს, როგორც კლასიკურ ფიზიკაშიო.

 

ელექტრომაგნიტური, გრავიტაციული და ტორსული ველები (6,7,8), რადგან ფიზიკური სიდიდეებია, ამიტომ მათი სიჩქარე, მაშასადამე, ენერგიაც მინავლებადია(5).

 

მაგრამ ფიზიკური ველებისა და, საერთოდ, მთელი მატერიალური სამყაროს მომცველია უნივთო ველი, ინფორმაციული ველი, რაც სწორედ აბსოლუტურობის ცნებას მიესადაგება.

 

ინფორმაციული ველი მუდმივია და სიჩქარეთა მაქსიმუმის მქონეა - Uc, რადგან მხოლოდ მას არ აქვს უძრაობის მასა, მაგრამ აქვს უძრაობის მუდმივი ენერგია -Ec. სამყაროს არ აკლდება ერთი კორსაკრისიც და არც ემატება. ამიტომ მისი უძრაობის მასაც მუდმივია -Mc.

 

მაშინ: სამყაროს ინფორმაციული ველის უძრაობის მუდმივი ენერგია პირდაპირპროპორციულია სამყაროს ფიზიკური სიდიდეების უძრაობის მუდმივადი მასისა და ინფორმაციული ველის მუდმივი სიჩქარის კვადრატისა: Ec=McUc 2(3). მისი ენერგია ქმნის სამყაროს წრიულ სივრცულ გრავიტაციას.


სამყაროს წრიული სივრცული გრავიტაციის პროპორციულობა მასში შემავალ სხეულთა ურთიერთმიზიდულობის ძალასთან ქმნის უნივერსალურ გრავიტაციულ მუდმივას: UGc=EF/FMn.

 

მაგნეტიზმის ბუნებით (9), სხეულები ქმნიან მიზიდულობა-განზიდულობის ერთობლიობის კანონს. მიზიდულობა-განზიდულობის ერთობლიობის კანონი არის ორი საპირისპირო ძალის ტოლქმედობა, რაც აწესებს სხეულის სპირალურ მოძრაობებს, სპირალურ მუდმივებს და მაგნიტური პოლუსების მოდულთა პროპორციულობას.(3).

 

მაგნიტური ნაკადები ფლუქსების სახით შეიჭრებიან სხეულში. ენერგიათა ნაკადების სამოძრაო მიმართულება მინუსმუხტიანია, რადგან აქ მათი განშლადობა-კლებადობის ზღვარია. ამით სხეულის ის პოლუსიც მინუსმუხტიანი ხდება, საიდანაც ისინი გამოიჭრებიან. ამიტომ საპირისპირო მხარეს იქმნება პლუსური მუხტის პოლუსი. სხეულთა ველების ვირტუალური ნაწილაკები ერთმანეთს ავსებენ. მათი სპირალური სიმები ერთმანეთში ჩაიხვევიან, თითქოს ერთმანეთს ჩაეწვნებიან და ამით ქმნიან სამყაროს მდგრადობასა და უზადო ჰარმონიას.

 

რეზიუმე


ამრიგად, საყაროს მდგრადობას განაპირობებს მისი ენერგიების ტრიადული სპირალური მოძრაობები. C და მასზე ბევრად აღმეტებული სიჩქარეების მქონე ვირტუალური ნაწილაკები წრფივი სვლით ერთმანეთთან შეხვედრისას აფეთქდებოდნენ. სპირალურობის გამოა, მათი დიფრაქციულობა და ურთიერთჩახვევა რომ ხდება. სივრცის გაფართოებისას როდი წყდებიან ისინი, არამედ იჭიმებიან ციკლური თვისებრიობისათვის დასაშვებ ზღვრამდე, რომლის შემდგომ იწყება მათი საწყისი მდგომარეობისკენ მობრუნება. სპირალური მოძრაობის თეორია კარდინალურად ცვლის ბუნების მოვლენათა კვლევის მეთოდოლოგიას.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

1. ე ხარაძე, ასტრონომიის საფუძვლები. ტ. I. თბ. 1971. გვ. 20-98.

2. М.Дагаев. В.Демин. И.Клишишин. В.Гаругин. Астрономия. М 1983. стр. 18-50.

3. ა.გასვიანი. სამყაროული მოძრაობა. თბ. 2010. გვ. 11-63; 194; 226; 342.

4. გ.გამცემლიძე, გ.დევიძე. ა.ცირეკიძე. ფიზიკა. თბ 1986. გვ.281-2(განხილვა: მ.ფარადეი, ჯ.მაქსველი. შ.კულონი. ა.იოფე).

5.მ.პლანკი. Относительности к обсолютному. Вологда. 1925. Ст. 41.

6. E. Cartan Komputers Rentus. Acad. Sci. Paris.1922. №174, p.593.

7.А. Einshtein. Wiss.,Sitzungber. Preuss.Akad. Phys.-Math. Kl.,1925, p.414-419

8. F.W. Hehl, P.Heyle, G.D. Kerlick, J.M.Nester – Generalitivity with spin and torsion. Foundatons and prespects. Rev. mod. Phys., 1976, №3.

9. Г.Т. Бутурин. О возможности происхождения магнетизма вращающихся масс. М 1989. Ст. 49.

 

 

S u m m a r y

 

Virtual particles of bodies were moving towards one another with the speed C and speeds greater than the letter only with linear and not spiral movement, they would collide and explode. As the whole world, virtual particles move spirally thus, possessing diffraction.

The universe consists of individual micros moving in a spiral, and, definitely, of physical fields. They are in harmony through spiral motion producing their spatial area of respective energy and demarcating their area of zero-gravity.

Thus, the stable existence of the universe is determined by triad spiral shifts of its material components and the physical energies.

 

 

 

გასავ (აკაკი) გასვიანი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საჭოს დეპუტატია. პოლიტიკური მოღვაწეობის გარდა იგი მეცნიერულ მუშაობასაც ეწევა. არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. მის ფუნდამენტურ ნაშრომში “სამყაროული მოძრაობა“ მრავალი უმნიშვნელოვანესი მეცნიერული აღმოჩენაა მეცნიერების სხვადასხვა დარგში. ერთ-ერთი მათგანია სამყაროს სპირალური მოძრაობა, რაც მრავალი ორიგინალური არგუმენტით დაასაბუთა. მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებებში გამოჩნდნენ ამ აღმოჩენის ინტერპრეტატორები. მაგრამ მათ შევახსენებ: სპირალური მოძრაობის მიზეზიც და ამ მიზეზის მიზეზიც მხოლოდ გასავ გასვიანს აქვს ახსნილი. აქედან გამომდინარე: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ ასეთ დიდ აღმოჩენას უმალვე უნდა მიაქციოს ყურადღება.

 

წიგნის რედაქტორი: ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი იოსებ კაპანაძე.

 

Print
Biography
Calendar
«« October 2024 »»
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
Photo Gallery
ვიდეო
You must have Flash Player installed in order to see this player.
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions