24 იანვარს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ სამუშაო შეხვედრა გამართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან სოსო მალანიასთან და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ბავშვთა ფეხბურთის რეგიონალური განვითარების კოორდინატორთან მამუკა ელიკაშვილთან.
შეხვედრაზე მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციების თანამშრომლობის რეგიონალურ მახასიათებლებზე, ამ მიმარეთულებით ჩატარებულ სამუშაოებსა და სამომავლო გეგმებზე. განხილულ იქნა საკითხი აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის მატერიალური და ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობებზე.
შეხვედრის დროს გადაწყდა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ამა წლის თებერვალში გაიმართოს აფხაზეთისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციების მიერ რეგიონალური ფეხბურთის განვითარებისთვის წარმოებული და სამომამვლოდ დაგეგმილი ერთობლივი საქმიანობის ამსახველი მასალების პრეზენტაცია.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თვამჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწე მაია ჯახაია და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თენგიზ გასვიანი.