ჯემალ გამახარია: „ოკუპანტებმა უნდა იცოდნენ, რომ ყველა მათი მცდელობა მოახდინონ მოსწავლეთა ეროვნული იდენტობის შეცვლა ჩასაფუშავად არის განწირული“

 

27 სექტემბერს ოკუპირებული გალის რაიონის სკოლებში „გამარჯვების“ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ღონისძიებების ფარგლებში, სამხედრო ტანსაცმელში გადაცმული ქართველი მოსწავლეები აიძულეს შეესრულებინათ ანტი-ქართული სიმღერები და წაეკითხათ ასეთივე შინაარსის ლექსები.  


ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ ჯემალ გამახარიას, რომელმაც განაცხადა: „როგორც შარშან მიმდინარე წელსაც ე.წ. გამარჯვების დღეს, 27 სექტემბერს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ჩაიდინა მორიგი ძალადობა ქართველ მოსწავლეებზე, რომელიც სიძულვილის, მილიტარიზმისა და ომის პროპაგანდაში გამოიხატა. საცოდავმა ოკუპანტებმა უნდა იცოდნენ, რომ ყველა მათი მცდელობა დაამახინჯონ ბავშვების ცნობიერება, ნაბიჯ-ნაბიჯ მოახდინონ მოსწავლეთა ეროვნული იდენტობის შეცვლა, აღზარდონ ახალი ოქტომბრელები და პიონერები, ჩასაფუშად არის განწირული“.



„იმედი მაქვს რომ 27 სექტემბერს გალის რაიონში მომხდარი ეს ფაქტი არ დარჩება საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების მიღმა“ - განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

 

 

Print
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions