უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და სესიის სხდომები გაიმართა

2020 წლის 5 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და სესიის სხდომები გაიმართა.

 

სხდომებზე განიხილეს საკითხები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეგლამენტის პროექტის თაობაზე, რომლის შესახებ მოხსენებებით წარსდგნენ უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი და უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი გასვიანი. ასევე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შესახებ, რომლის თაობაზე მოხსენებით წასრდგა უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია.

ბიუჯეტთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები და შენიშვნები წარმოადგინეს უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანდაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ რუდიკ ცატავამ და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ.

სხდომების მუშაობაში მონაწილეობდა 13 დეპუტატი. ვრცელი განხილვის შემდგომ 12-მა დეპუტატმა 1-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა დღის წესრიგით წარმოდგენილ ორივე საკითხს.

სესიის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ლევან თევზაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი რ. წულაია და საქართველოს სახელმწიფო აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ნოე ქაშიბაძე.

სხდომები დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.





























































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions