რუსეთ-კავკასიის ომის მსხვერპლთა და მუჰაჯირთა ხსოვნის დღე

გუშინ, 21 მაისს, აფხაზეთში რუსეთ-კავკასიის ომის მსხვერპლთა და მუჰაჯირთა ხსოვნის დღე აღინიშნა.


1864 წლის მაისში რუსეთმა ომი კავკასიაში კავკასიელებისთვის გენოციდის მოწყობით დაასრულა. იმავე წლის 21 მაისს კბაადაში (დღევანდელი კრასნაია პოლიანა) რუსულმა სარდლობამ გამარჯვების აღსანიშნავი აღლუმი გამართა. სამწუხაროდ, ამ სამარცხვინო და დანაშაულებრივ აღლუმში ე.წ. ქართული მილიცია და აფხაზური რაზმები მონაწილეობდნენ აფხაზეთის მთავრის მიხეილ შარვაშიძის მეთაურობით. არა მხოლოდ ქართველები, როგორც ამის შესახებ ხშირად წერენ რუსეთის მარიონეტები, აფხაზებიც რუსების მხარდამხარ აქტიურად მონაწილეობდნენ თანამოძმეთა წინააღმდეგ ბრძოლაში. რუსული ინტერესებისთვის ბრძოლამ აფხაზებს საბოლოო ჯამში საშინელი ტრაგედია - მუჰაჯირობა მოუტანა.

 

პატივს მივაგებთ რა რუსეთ-კავკასიის ომის მსხვერპლთა და მუჰაჯირთა ხსოვნას, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ თანამედროვე ეტაპზე რუსეთთან „სტრატეგიული მოკავშირეობა“ არანაკლები საფრთხის შემცველია აფხაზი ერისთვის, ვიდრე მუჰაჯირობა.

ქართველთა და აფხაზთა, მთლიანად კავკასიელთა გადარჩენა მათ ერთობაშია. შესაძლოა, დღეს ეს ყოველოვე არარეალურად ჟღერდეს, მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ხვალ და ზეგ აუცილებლად მივალთ იმ დასკვნამდე, რომ შერიგებასა და ერთად ყოფნას ალტერნატივა არ აქვს.

სხვა გზა გადარჩენისა არც არსებობს!

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions